რჩევები წიგნის ჭიებისთვის








1. ტექსტის უკეთესად დასამახსოვრებლად,  გამოყავით დომინანტი. 

დომინანტი - ეს არის,  მთავარი იდეა აბზაცში, თავში, წიგნში.
ივარჯიშეთ - წაიკითხეთ ერთი აბზაცი, ჩამოაყალიბეთ მოკლე აზრი.
მეორე აბზაცი - ჩამოაყალიბეთ იდეა და ა.შ. თავიდან რამოდენიმე წუთი დაგჭირდებათ, მაგრამ დროდადრო მიეჩვევით და პროცესი გაგრძელდება კითხვის პაარელურად.


2.გამოიყენეთ ყურსასმენები. 

მუსიკა სიტყვების გარეშე, შექმნის საუკეთესო ფონს ყურადღების მოკრებისთვის.
 თუ თქვენ კითხვა სიჩუმეში გიყვართ, მაგრამ საზოგადოების თავშეყრის ადგილას ხართ, შეგიძლიათ უბრალოდ გაიკეთოთ ყურსასმენები და მუსიკა არ ჩართოთ. ყურსასმენები დაახშობენ ხმაურს თქვენს გარშემო და სხვებისთვისაც იქნება ნიშანი იმისა, რომ დაკავებული ხართ.



3. დაწერეთ კომენტარები თქვენი წაკითხული წიგნის შესახებ.


   წიგნის გვერდებზე, ბლგოებზე, ჯგუფებში, Goodreads-ზე, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი შთაბეჭდილებები ამა თუ იმ წიგნებზე. პირველ რიგში ამით დაეხმარებით სხვებს წიგნის შერჩევაში, მეორეც, თქვენთვითონ ასე უკეთ დაიმახსოვრებთ წაკითხულს.


4.თუ ციტატა მოგეწონათ ეცადეთ კი არ დააკოპიროთ არამედ დაიმახსოვროთ. 

   
      ხშირად არის ხოლმე, რომ წიგნში ფრაზა მოგვეწონება და ან, ვიწერთ ბლოკნოტში, ან სანიშნით ვინიშნავთ. ასეთ შემთხვევაში უმეტსწილად მათ არსებობას დიდიხნით ვივიწყებთ. იმისათვის რომ ფრაზა თავში ''ჩავიბეჭდოთ'' თავიდანვე ეცადეთ, რომ დაიმახსოვროთ. გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ. მოიფიქრეთ სიტუაციები რომლებშიც ეს ფრაზა გამოგადგებოდათ.





5. დაწერეთ შენიშვნები. 

გამოიყენეთ ცარიელი სივრცე ქაღალდის წიგნში, შენიშვნებისთვის.
დაწერეთ კომენტარები ელექტრონულ წიგნებში. ეს ჩანიშვნები მომავალში დაგეხმარებათ აღიდგინოთ წიგნის შინაარსი.




6.  დალიეთ ჭიქა წყალი გამოსაფხიზლებლად.

  
    თუ გეძინებათ მაგრამ გაქვთ აუცილებელი წასაკითხი, იცოდეთ, რომ არსებობენ მეთოდები თავის გამოსაფხიზლებლად. 
 დალიეთ ერთი ჭიქა წყალი. ადამიანის ტვინის 80% წყალი შეადგენს, იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ნორმალური ენერგია, დალიეთ წყალი სწავლისა და კითხვის დროს. 
დაიზილეთ ყირის ბიბილოები, გაიკეთეთ თავის მასაჟი - ეს ყველაფერი დაეხმარება, ტვინში სისხლის მოძრაობას.


7. იკითხეთ სხვადასხვა ჟანრის წიგნები.


ხანდახან გვინდება ფილოსოფიური წიგნების წაკითხვა , ზოგჯერ კი გვინდება გადავიკითხოთ   '' ალისა საოცრებათა ქვეყანაში''. არსებობს სხვდასხვა ხასიათი და შესაბამისად ჯობს,  რომ თაროზე ყოველთვის გვქონდეს  განსხვავებული ჟანრის წასაკითხი წიგნები. თუ არადა მოგვიწევს დროის კარგვა ინტერნეტში.








8. შეუერთდით ფლეშმობებს.


      ფლეშმობში ჩართვა  კარგ მოტივაციას გაგიწევთ, სწრაფ  კითხვაში. ეცადეთ იკითხოთ კვირაში ორი წიგნი.


9. ჯერ წიგნი შემდეგ ინტერნეტი.

  
     საკუთარ თავს დაუწესეთ წესები. ჯერ კარგი წიგნის კითხვა მინიმუმ 10 წუთი, შემდეგ instagram-ზე ფოტოების ნახვა.


10. გამორთეთ ხმა თქვენს თავში.

ყველა ჩვენგანი სწავლობდა ხმამაღლა კითხვით. ბევრ ადამიანს ეს კითხვის მეთოდი  რჩება სიცოცხლის ბოლომდე. აი როგორ ხდება ეს:  ჩვენ ვხედავთ სიტყვას, ვამბობთ ხმამაღლა და ამის შემდეგ ვიმახსოვრებთ მას. მაგრამ ასე დამახსოვრებას დიდი დრო უნდა და არა ეფექტურია. 


      



უნდა ისწავლოთ კითხვა უფრო ეფექტურად. ამისათვის თქვენ უნდა გადაეჩვიოთ არტიკულაციას. ( სამეტყველო ორგანოების მოქმედება ან მდგომარეობა ამა თუ იმ ბგერის წარმოთქმისას)





    არსებობს ადვილი სტრატეგია იმისათვის, რომ კითხვისას არ ვილაპარაკოთ. გაყავით ეს პროცესი ორად. დაიწყეთ ტექსტის კითხვა ჩურჩულით. ეცადეთ არ გქონდეთ პაუზები, იკითხეთ მონოტონურად.  თვალი გააყოლეთ ტექსტს და ყოველი აბზაცის შემდეგ დააკვირდით თქვენს თავს თუ რა ისწავლეთ. 
   თავიდან გაგიჭირდებათ, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვევით და დაიჭერთ იმ განცდას, რომ შეგიძლიათ კითხვა და გააზრება ხმამაღალი კითხვის გარეშე. 


       Book Lover-ი  გისურვებთ წარმატებებს! 







Comments