გიო გოლიაძე - ''ორი გასროლა ''




*** 


    ევრი იმედგაცრუება გადამიტანა ცხოვრებაში... ტყუილიც... ღალატიც, ყველაფერი ერთად... ჯანდაბა. რთული ასატანია დედამიწაზე ადამიანად ცხოვრება, მაგრამ რა გინდა რომ ქნა. რა გინდა, რომ გააკეთო ან რით აპირებ თავის დამშვიდებას. არვიცი რა თავსატეხია აქ ჩადებული, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. რეჟისორები და მწერლები ან თუ გინდა პოეტები აიღე, მაგარი მაზალო ხალხია, ისე ლამაზად აღწერენ ყველაფერს გეგონება აჰა და გვეშველა, როგორც იქნა გადავრჩითო. საერთოდ მე თუ მკითხავ არც უნდა არსებობდნენ ეგენი, მხოლოდ იმედს გვაძლევს ადამიანებს თუ რა ლამაზადაა ეს სამყარო მოწყობილი. ყველაფრისთვის ვარდესფერი სათვალით ხომ არ იყურება არა? ამინდის პროგნოზივითაა ეს ცხოვრება. ზოგჯერ ისე ამოანათებს მზე, ისე თბილად ამოყოფს თავის ოქროსფერ თავს აღმოსავლეთიდან, რომ კაცის გულს მაშინვე სითბოსა და სიმშვიდეს მოჰგვრის. ხან კი ისე დაღრულავს და ჩაამუქებს ყველაფერს თვალთან თითს ვერ მიიტან კაცი. ვერც ქოლგა გიშველის თავსხმა წვიმაში და ვერც თბილი ქურქი გაგათბობს.

- კარგი რა ძია ისიდორე.... რა გჭირს რას ვერ შეჰგუებიხარ?
 - დედამიწას ვერ შევეგუე შვილო ილია... ამ ოხერ დედამიწას. 
- შენ თუ ვერ შეეწყვე ჩვენ რაღას გვერჩი?
 - ვინ თქვა რომ გერჩით შვილო? 
- შენ ძია ისიდორე... არაა სავალდებულო ყველაფერი პირდაპირ თქვას კაცმა. შენ რომ ამბობ მწერლები და პოეტები ადამიანებისთვის მხოლოდ თვალისამხვევებიაო, არ არის მთლად ეგრეც. ისინი მხოლოდ კიარ გაიმედებენ, არამედ საშუალებას გაძლევენ უკეთესად დაინახო... 
- კარგი რა... 
- ჰო ჰო... დამიჯერე მართალს გეუბნები. თავსატეხი ჩვენში უნდა ვეძებოთ 
- გინდა მითხრა რომ პრობლემა ჩემშია? 
- ზუსტად ამას ვგულისხმობ.
- ...
- შენ ისევე როგორც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეცვალოს თავისი ცხოვრება
 - მერედა როგორ?!! რანაირად? ოოხ აღარ შემიძლია
 - ეს თქვა და არყით თითქმის დაცლილი ბოთლი პირზე მიიყუდა.
 - რანაირად და ის საქმე აკეთე რაც გაგაბედნიერებს. მედალს მხოლოდ ერთი მხრიდან ნუ უყურებ. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები... თუ რაღაცაში არ გვიმართლებს იქნებ შანსია იმისა, რომ უფრო უკეთესად გავაკეთოთ, უფრო მეტად დავიღალოთ, რადგან ხის კენწეროდან ჩამოტანი ნაყოფი უფრო ტკბილია ვიდრე მიწაზე დავარდნილი და შემდეგ იქედან აღებული... მიწიდან კოჭლიც შეძლებ მის აღებას და ბრმას თუ ფეხებში გაებლანდა ისიც წაიწვდენს ხელს. კაცი თუ ხარ და გული შეგწევს იბრძოლო უნდა. არ დანებდე... ბაბუა ასე მეუბნება ყოველთვის, კარგი საქმისთვის უკან არ უნდა დაიხიოო. ათასჯერ დამარცხდი და არ თქვა რომ ეს უკანასკნელია. მიზნისკენ მიმავალი გზა არ არის ყოველთვის იავარდებით მორთული. ვარდი რომ უეკლოდ არავის მოუკრეფია არ წაგიკითხავს? მე გავჩუმდი, რადგან მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. შორს შევტოპე და როგორც იტყვიან დაუკრეფავში გადავედი. გაუბედურებულ კაცს შენი ჩიჩინი არაფერს უშველის.
 - მაინც რაზე გტკივა გული ძია ისიდორე - ვეკითხები.
- არ მეტყვით?
- მაშ პრობლემა ჩემშია არა?/
- საწყენად არ მითქვამს ძია ისიოდე
- არც მწყენია... უბრალოდ... მოკლედ სიმართლეს გეტყვი. რომც მოვინდომო ამ სიტყვებს ვეღარ ამოვიგდებ თავიდან...
- არვიცი რა გითხრათ. არც მიცდია რომ...
- არა არა ნუ იღელვებ შვილო ამაზე... მშვიდობით
შემდეგ ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა ჩამავალი მზის სხივებს. მე კვლავ ხის ძირში გაკეთებულ სკამზე ვიჯექი. არ გავყოლილვარ. რატომღაც ვარჩიე ასე მოვქცეულიყავი. 
დაახლოებით ოცი წლის ასაკში დაოჯახებულა. ცოლი ქობულეთის ერთ-ერთ სოფეს ხუცუბნიდან ჰყავდა. ჯაფარიძის ქალი. მას ბინა ნათაბიარზე ჰქონდა. ხუცუბნიდან დაახლოებით 8-9 კილომეტრში. პატარა მაგრამ კოხტად მოწყობილი სახლი, მთელ სოფელს გადაჰყურებდა. ზუსტად ორი წლის თავზე ტყუპები შეეძინათ. ქეთი და ნინო. გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ძია ისიდორეს დედა ჰყავდა ცუდად. ექიმებმა მკერდის არეში სიმსივნე დაუდგინეს. ავთვისებიანი. მეოთხე სტადია. გადარჩენის მხოლოდ ათი პროცენტი ჰქონდა. კეთილი ქალი ყოფილა. ითმენდა ტკივილს. არ უნდოდა ტვირთად დასწოლოდა ოჯახს. ადრე რომ ეთქვა ალბათ იმკურნალებდა და გადარჩბოდა... მაგრამ... საქმის განსჯას ცოტა გვიან ვიწყებთ ადამიანები და დასკვნებიც ადვილად გამოგვაქ მერე. ზუსტად შვიდი თვე იავადმყოფა საცოდავმა ქალმა სარეცელზე მიბმული. 
ძია ისიდორემ შემდეგ ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩაზე იგირავა სახლი და თავისი ცოლ-შვილიც იქ გადმოიყვანა საცხოვრებლად. სამსახურის შოვნა როგორც ახლა, ისევე ადრეც რთული იყო. ბავშვ უჩვეულო დიაგნოზი დაუსვეს ექიმება. არვიცი ზუსტად რა ჰქვია ამ დაავადებას. ყელის არეში ჰქონდა პრობლემა. ოპერაცია ოცი ათასი დოლარი ჯდებოდა, გერმანიაში. ერთადერთი საშუალება დარჩა ძია ისიდორეს. კონტრაქტი გაეფორმებინა და ჯარში წასულიყო. ორი წელი ავღანეთში გაატარა. ტყვიების წვიმაში ეძინა და ბალიშად ჭურვი ჰქონდა ამოდებული. ორი წლის თავზე, ზოგი დაისესხა ზოგი თვითონ შეაგროვა და ბავშვს ოპერაცია გაუკეთა. თავად ომისგან მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გარდა, ჭრილობაც არაერთი ჰქონდა სხეულზე... მაგრამ ამას არაფრად აგდებდა. მისთვის მთავარი ოჯახი იყო. 
   გერმანიიდან დაბრუნებისას მოხდა ეს ამბავი. უკან ორსართულიანი ავტობუსით ბრუნდებოდნენ. დიდი სიჩქარით მომავალ ავტობუსს უცებ წინა ბორბალი გაუსკდა და გადაყირავდა. ასფალტზე მისრიალებდა ავტობუსი, გზად კი ნაპერწკლებს ტოვებდა. ყველას ახსოვს ის საშინელი ღამე. ყველას გარდა მგზავრებისა. სამოცდაათი კაციდან მხოლოდ ორმა შეძლო გადარჩენა. ძია ისიდორემ და მძღოლმა. მან რა შეამჩნია საქმის ავკარგიანობა, მანქანიდან გადმოხტომა არჩია. ძია ისიდორე და ლია ერთად მიტყუპებულ სკამებზე ისხდნენ. ლია ფანჯარასთან ახლოს იჯდა და ბავშვი გულზე ჰყავდა მიხუტებული, რადგან ასე უფრო მშვიდად გრძნობდა თავს. ავტოკატასტროფის დროს იმდენად დიდი იყო შეჯახება, რომ საბრალო ლიამ თავით გაამტვრია მინა და გადამსხვრეულ მინაზე ყელით ჩამოეკიდა. მინის მანსხვრევებმა სასულე გადუჭრა. ბავშვს კი კისერი ჰქონდა მოტეხილი. ძია ისიდორე გონს საავადმყოფოში მოვიდა. მას ექიმები გადარჩენას ულოცავდნენ.
სახლში დაბრუნებისას აზრზე ვერ მოდიოდა. ეს სტრესი იმდენად დიდი იყო მისთვის, რომ სიცოცხლის აზრი დაკარგა. მაგრამ დარჩა მეორე გოგო. ნინო, რომელიც ლიას დედასთან ჰყავდათ დატოვებული. ძია ისიდორემ დალევას მიჰყო ხელი. საქმე-საქმეზე, რომ მიდგა სიდედრმა უთხრა: არ გეწყინოს მაგრამ ბავშვი ჩემთან უნდა დარჩეს, შენ ვერ შეძლებ მის მოვლა-პატრონობასო. კვირაში ერთხელ აკითხავდა ძია ისიდორე ბავშვს. მისი დანახვა არავის უხაროდა ხუცუბნის ბინებში, რადგან სულ მთვრალი, წვერგაუპარსავი და ბინძური იყო. სიცოცხლის ნიშანთვალი წართმეოდა. 
თავის მოკვლაც დავაპირეო ამბობდა, მაგრამ ძნელი ყოფილა სასულეში ჩადებული თოფის ლულისთვის ხმის მიცემა. ამიტომ კიდევ ჯობია ჩემს ძველ საქმეს მივყო ხელიო და ახალი კონტრაქტი დადო. წელიწადნახევრის შემდეგ უკან კვლავ საღსალამათი დაბრუნდა. დაგროვებული თანხა მისი ცოლის ძველ მისამართზე მიიტანა, მაგრამ ბინაში არავინ დახვდა ამიტომ ფული უპოვართა სახლს შესწირა. ერთი ტყვია დამამადლა ღმერთმა მტრისგანო ამბობდა, ერთი თითის გამოკვრა სასხლეტზე და გათავდებოდა ყველაფერიო. მაგრამ არა. შემდეგ კვლავ ძველ ბინას მიაშურა ძია ისიდორემ. ცოლი აღარ შეურთავს. ურჩევდნენ, რომ მოიყვანე ცოლი და სახლკარს ნუ ააოხრებო. ამ სიტყვებზე ლამის იყო მუშტიკრივისთვის მიემართა. ლანძღვა გინებით ისტუმრებდა მეზობლებს. მე ცოლი მომიკვდა გესმით ცოლი გარდამეცვალა... თქვენ უგულოებო... თქვენ ღვთის მოძულეებო.... ღმერთო რა დავაშავე ასეთი?... რით ვერ დაადგა საშველი ჩემს აღსასრულს? - მოსთვამდა საბრალო ისიდორე.
ჩემი სახლი არც ისე შორს იყო. თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი მას. იმ დიდი ცხემლის ძირში ვიკრიბებოდით ყოველ საღამოს და ვსაუბრობდით. სახე ერთიანად გაშავებული და დანაოჭებული ჰქონდა. თუთუნს ეწეოდა და ჯიბით ნახევარლიტრიანი ბოთლით არაყს დაატარებდა. სოფელში თითქმის ვერავის ეწყობოდა. ამბობდა იმათ მე ვგონივარ გიჟი. მე ისინი. წადი და შენ გაარკვიე სამართალი და შენმა გონებამო. მგონი მე ერთადერთი ვიყავი ვისთანაც არათუ ურთიერთობდა საერთოდ ელაპარაკებოდა კიდეც. ჩუმად, წყნარად და მდორედ საუბრობდა. მე მიკვირდა რატომ ვერ უგებდნენ ადამიანები. არც ჩემები მიშლიდნენ მასთან ერთად ყოფნას, რადგან ყველამ იცოდა სოფელში რომ ძია ისიდორე არავის არაფერს დაუშავებდა რა გინდ გაგებრაზებინა ის. 
მე მისი ისტორიის შესახებ არაფერი ვიცოდი. ბაბუამ მომიყვა იმ ღამით, როცა ძია ისიდორე დავმარხეთ. საფლავთან მხოლოდ მე და ბაბუა დავრჩით. ცრემლიც არ გადმოუგდია არავის ისე მიებარა მიწას. მხოლოდ მე და ბაბუას გვტკიოდა მის მკერდზე დაყრილი მიწა. მხოლოდ ჩვენ ორს... 
როცა ჩვენი დიალოგი დასრულდა და ძია ისიდორე ჩამავალი მზის სხვებს გაუყვა, მივხვდი საქმეს კარგი სუნი არ უდიოდა, მაგრამ მაინც დარჩენა ვარჩიე. არვიცი რას ფიქრობდა მაშინ... არვიცი რა თქვა ბოლოს... მე არაფერი არ ვიცი. მაგრამ ვიცი ის რაც მას არასდროს დაავიწყდებოდა. ჩემს მიერ ნასროლი სიტყვა. ძია ისიდორე ტყვიების ქარცეცხლმა ვერ მოკლა და მე თხუთმეტი წლის ბიჭმა სულ ორი გასროლით გავისტუმრე იმ ქვეყნად. სიტყვას დიდი ძალა აქვს. სიტყვას დიდი ძალა აქვს ამ ქვეყნად. იმ დღიდან, როგორც დაღი ისე მაწევს გულზე ეს ამბავი და ვერ მომიშუშებია. ვინიცის ღამით ნამტირალევს რამდენჯერ დამიწყევლია ის დღე, როცა ბოლოს ვესაუბრე ძია ისიდორეს, ვინიცის რამდენჯერ მიტირია მის საფლავთან, მუშტებით მიწა მისრესია და თავდახრილს ბოდიშები რამდენჯერ მომიხდია. მაგრამ რაში არგებდა ეს?
ამ შემთხვევაში პრობლემა ჩემში იყო. სანამ ბაბუამ არ მიამბო, მე მის შესახებ არაფერი არ ვიცოდი. მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ძია ისიდორე ლოთი იყო, შეშლილი და ვინმე კანიბალი, რომელიც ადამიანებს ვერ ეწყობოდა. როცა მასთან ერთად ვსაუბრობდი არცერთხელ წამოსცდენია ჩემთან თავისი ისტორიის შესახებ. მხოლოდ ფილოსოფიურ ამბებზე მესაუბრებოდა. მოუშუშებელ ტკივილზე და სევდაზე, რომელსაც ყველა ჩვენგანი საყელოს მარცხნივ, პატარა ჯიბეში ვმალავთ.
   



გიო გოლიაძე













Comments