ჩარლზ ბუკოვსკი - '' ფოსტა ''


                                                                      ***
დილით კი დილა იყო და მეც ჯერ ვტოკავდი.
                                                                              იქნებ რომანი დამეწერა - მეთქი, გავიფიქრე.
                                                                           ჰოდა, დავწერე.

  

ჩარლზ ბუკოვსკი ( Charles Bukowski ) დ: 1920წ-16 აგვისტო, გ:ანდერნახი,გერმანია. გ:1994წ 9-მარტი.  ამერიკელი ლიტერატორი, პოეტი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი და ე.წ ''ბინძური ლიტერატურის'' წარომადგენელი. მწერალს დაწერილი აქვს ორასამდე მოთხრობა, ექვსი რომანი და ოცდაათზე მეტი ლექსების კრებული. 





''ფოსტა''





ჩარლზ ბუკოვსკი პირველი რომანი ფოსტა(ინგ : Post Office ) ბიოგრაფიულია, რომელშიც მწერალი, მის ფოსტაში მუშაობის პერიოდს მოგვითხრობს. წიგნი თავისებურია, ამიტომაც ყველა მკითხველის გემოვნებას ვერ ერგება, განსაკუთებით კლისიკის მოყვარულების. 
      '' ველაფერი შეცდომით დაიწყო.''

   ნაწარმოების მთავრი გმირი ჰენრი ჩინასკია, ვისი სახელითაც ავტორი თავის ცხოვრებას გვიყვება.  წიგნი გატენილია სარკაზმით, სიბინძურით, ირონიული იუმორით, სექსით. 
       წიგნი მოგვითხრობს ფოსტალიონის ცხოვრებას. რომელიც ვერ იტანს თავის სამსახურს, მიუხედავად ამისა, ამ სამსახურს თითქმის თერთმეტ წელს შესწირავს. 
 ჩინასკი დღეში თორმეტ საათს მუშაობს,  დაღლილი მიდის სახლში, მიჰყავს ''ვინმე'' ქალი - ''ხერხავს'',  სვამს და დილით ნაბახუსევი ისევ სამსახურში მიდის. ასე მეორდება ყოველ დღე.


ავტორი არ ერიდება ბინძურად წერას, მას ფურცელზე გადმოაქვს ის ნაგავი რაც ჩვენ, ყველას სინამდვილეში გაგვაჩნია. 







'' წვრილმანი ბაცაცობა მე არ მაინტერესებდა. ამ სამყაროსგან ან ყველაფერი მინდოდა, ან - არაფერი.''


''- დაჯექი შენთვის ერთ პატარა ბინაში და წერე.
- ჰო, მაგრამ რაღაც დასაყრდენი ხომ მჭირდება!
- კიდევ კარგი, ყველა შენსავით არ ფიქრობდა. კარგია, რომ ვან გოგი არ ფიქრობდა ეგრე.
- ვან გოგს საღებავებით მისი ძმა ამარაგებდა! მომაძახა ბალღმა.''



''მოკლედ, როცა ფული აღარ გაქვს, ცხოვრებაც აღარ გაქვს.''






























Comments