წამი ცხოვრებიდან ( ''გოგოლ-მოგოლი'' )








1. ნიკოლაი გოგოლს ძალიან უყვარდა ხელნაკეთი ნივთები. მწერალი თავისი ხელით ქსოვდა შარფებს, ქამრებს, საყელოებს, დების კაბებისთვის კი ჭრიდა თარგებს.


2. მწერალს ძალიან უყვარდა საჭმლის მომზადება და სიამოვნებით უმასპინძლდებოდა მეგობრებს. 


3. მისი საყვარელი სასმელი თხის რძე იყო, რომელსაც განსაკუთებული წესით ხარშავდა , მასში ამატებდა რომს. თავის სასმელს გოგოლ-მოგოლს ეძახდა და ხშირად სიცილით ამბობდა, - ''გოგოლი სვამს გოგოლ-მოგოლს.'' ( «Гоголь любит гоголь-моголь!» )


4. მწერალს ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის. უამინდობა ძალიან მოქმედებდა მის სუსტ ნერვებზე.

5. გოგოლი ძალიან მორცხვი იყო. როცა ნაცნობ საზოაგდოებაში ვინმე უცხო გამოჩნდებოდა, ნიკოლაი ოთახიდან გადიოდა. ამბობენ, რომ ის არასოდეს არავის ხვდებოდა.


6. გოგოლს ჯიბეში ყოველთვის ედო ტკბილეულობა. როდესაც სასტუმროში ცხოვრობდა, დამლაგებელს არასდროს აძლევდა უფლებას წაეღო ჩაისთან მოტანლი შაქრის კუბიკები. შაქარს ყოველთვის ინახავდა და მუშაობის დროს კვნეტდა.




7 მწერალს ძალიან უყვარდა თავისი ძაღლი ჯოზი, რომელიც პუშკინმა აჩუქა. როდესაც ძაღლი მოკვდა ( გოგოლი კვირაობით არ აჭმევდა ) ნიკოლაიმ ძალიან განიცადა და დეპრესიაში ჩავარდა. 

8.ძალიან რცხვენოდა თავისი ცხვირის, მას ყველა პორტრეტში სხვადასხვანაირი ცხვირი აქვს, მწერალი მხატვრებთან ერთად ასე ცდილობდა ბიოგრაფები შეცდომაში შეეყვანა.



9. სიკვდილამდე შვიდი წლით ადრე მან დაწერა ანდერძი სადაც ითხოვდა, რომ მისი საფლავი არ გაეხსნათ მანამ სანამ სხეული სრულად არ გაიხრწნებოდა. მისი სურვილი არ შეასრულეს და 1931 წელს, როდესაც მისი სხეული უნდა გადაესვენათ აღმოაჩინეს, რომ თავის ქალა გვერდზე იყო გადაბრუნებული. მაგრამ სხვა ფაქტებს თუ დავუჯერებთ თავის ქალა საფლავში საერთოდ არ იყო.


    ეს ყველაფერი იმით შეიძლება აიხსნას, რომ გოგოლის 100 წლის თავზე, სასაფლაოზე სადაც ის იყო დაკრძალული, მიმდინარეობდა საფლავების რესტავრაცია. ამ დროს იქ შემჩნეული იყო ცნობილი კოლექციონერი ბახრუშინი.
      კოლექციონერი თავისი თავის გართობისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი. შესაძლებელია, რომ მან მოისყიდა რესტავრატორი და მან მისთვის თავის ქალა მოიპარა. მწერლის თავის ქალა, ჯერაც ვერსად აღმოაჩინეს. ბახრუშინი კი 1929 წელს გარდაიცვალა და საიდუმლო თან გაიყოლა.

10. ცნობილია, რომ ნიკოლაი გოგოლი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა, დეპრესიისგან. მაგრამ თანამედროვე ფსიქიატრები ამბობენ, რომ გოგოლს არანაირი ფსიქიკური დარღვევა არ ჰქონია და თუ ექიმები უკეთეს მკურნალობას გაუწევდნენ მწერალი უფრო დიდხანს იცხოვრებდა.



მისი ბოლო სიტყვები იყო - '' როგორი ტკბილია სიკვდილი''


ფრაზები:




რა არის ჩვენი ცხოვრება? მხოლოდ გაშლილი ველი, სადაც მწუხარებასა და ვაებას დაუსადგურებია. რა არის ქვეყანა? ეს მხოლოდ ბრბოა, რომელიც არაფერს გრძნობს.

მე არასდროს არაფერი არ შემიქმნია წარმოსახვით და არც მქონია ეს ჩვეულება. მე მხოლოდ ის გამომდიოდა კარგად, რაც აღებული მქონდა სინამდვილიდან.

თუ შეგემთხვევა რომ ვინმეზე გაბრაზდი, საკუთარ თავზეც გაბრაზდი, თუნდაც იმის გამო, რომ სხვაზე გაბრაზება მოახერხე.

მე ვაკვირდებოდი მხიარულ და ბედნიერი ცხოვრების მეცნიერებას და ვრჩებოდი გაოცებული, თუ როგორ გარბოდა ხალხი სასურველი ბედნიერებისგან მაშინვე, როგორც კი შეხვდებოდნენ.


რა არის ცხოვრება? - ცხოვრება ოცნებების დამსხვრევაა სინამდვილით.






Comments