წამი ცხოვრებიდან ( ფრანც კაფკა )



ფრანც კაფკა - ევროპული წარმოშობის ავსტრიელი მწერალი,  დაიბადა პრაღაში    ( 1883 წლის 3 ივლისი ), წერდა მხოლოდ გერმანულ ენაზე.


ბავშვობაში შეშლილს და უცნაურს ეძახდნენ იმის გამო, რომ ძალიან გარიყული და გულჩათხრობილი  იყო.

''მეზიზღება ყველაფერი, რაც ლიტერატურას არ ეხება - ამბობდა მწერალი, - არ მიყვარს სტუმრად სიარული, ნათესავების გასაჭირი და ბედნიერება ერთნაირად მაბეზრებს თავს.''



 პატარაობაში კაფკა იტანჯებოდა მარტოობით და მშობლების უყურადღებობით, კერძოდ დესპოტი მამის მხრიდან.

''შენ გამო დავკარგე ჩემი თავის რწმენა, სამაგიეროდ შევიძინე უსაზღვრო დანაშაულის გრძნობა. '' --  ''წერილი მამას''



კაფკას უნდა აერჩია  გრძნობები ან ვალი. ერთის მხრივ, თავს თვლიდა ვალდებულად მშობლების მიმართ, რომლებსაც სურდათ, რომ იურისტი გამოსულიყო. მეორე მხრივ კი, მას იზიდავდა ლიტერატურა და მწერლობა.

''ეს ჩემთვის საშინელი ორმაგი ცხოვრებაა - წერდა თავის დღიურში,- საიდანაც მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - სიგიჟე''



სიცოცხლის განმავლობაში კაფკას ჰქონდა მრავალი ქრონიკული დაავადება, რომლებიც სიცოცხლეს უმოკლებდნენ: ტუბერკულოზი, შაკიკი, უძილობა, აბსცესი და სხვა.


 კაფკა თვლიდა, რომ 40 წელზე მეტს ვერ იცოცხლებდა ცუდი ჯანმრთელობის გამო.


ყველა მისი მოთხრობა და მოსაზრება მისივე ნერვოზის და ნერვიულობის ანარეკლია. ეს ყველაფერი მას შიშების გადალახვაში დაეხმარა.






იმის გამო, რომ ოჯახის წევრებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მან ვერ შეძლო საკუთარ ოჯახის შექმნა. ბევრჯერ იყო შეყვარებული, მაგრამ ყოველთვის შლიდა ნიშნობას თავის რჩეულებთან.


მწერალი გარდაიცვალა 3 ივნისს, 41 წლის ასაკში.


თავის ანდერძში  თავის მეგობარს მაქს ბროდს სთხოვა, რომ მისი ხელნაწერები დაეწვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მადლობა გადავუხადოთ, რომ სურვილი არ აუსრულა ;)



               ფრანც კაფკას ძეგლი პრაღაში.
 


      ფრაზები:



''წიგნი უნდა იყოს ნაჯახი ჩვენს სულში გაყინული ზღვისთვის. "

''ბედნიერება გამორიცხავს სიბერეს, მას ვისაც შეუძლია შეამჩნიოს სილამაზე, არ ბერდება.''


"ყველაზე მეტად მინდოდა გავქცეულიყავი რომელიმე მესამე გზით, რომელსაც არ მივყავდი არც შენკენ, არც სხვისკენ, არამედ სადღაც სიმარტოვეში."


''ყოველი ურთიერთობა, რომელსაც თავად არ ვქმნი, რაც ჩემს მეს ეწინააღმდეგება, არაფრად მიღირს, მზღუდავს, ხელ-ფეხს მიბორკავს, მძულს.''

''შენზედ ბოძებული დრო ძალიან მოკლეა, არ დაკარგო არც ერთი წამი, რადგან წამის დაკარგვა მთელი ცხოვრების დაკარგვის ტოლფასია, ცხოვრება იმ წამებისგან შედგება, რომელიც დაკარგე.''


''ცხოვრებაში უამრავი ბარიერია და იმდენად დიდი, რამდენადაც დიდია მიზანი.''

''ჭეშმარიტი გზა დაჭიმული თოკია არა სიმაღლეზე, არამედ მიწიდან ახლოს, მისი დანიშნულება არაა მასზე გავლა, არამედ მასზე წაბორძიკება.''










Comments