Bookshelf - როგორ მოვაწყოთ წიგნის თარო.



ყველაფერი არეულობით დაიწყო ! ♥


 
              გვინდა თუ არ გვინდა, მტვერი ხშირად იდება ხოლმე ჩვენს წიგნის თაროებზე, ასე თუ ისე გადავწმინდავთ ხოლმე, მაგრამ წიგნებიც მტვრიანდება და მათაც სჭირდებათ ცოტა გასუფთავება.

              ყოველი ასეთი გასუფთავების შემდეგ ვცდილობ ჩემს თაროს ახალი იერი შევძინო.
               დღეს კი შემოგთავაზებთ რამოდენიმე იდეას თქვენი თაროების გასალამაზებლად.

     

მაგალითად, პატარა ეშმაკობას გასწავლით. ;)  შეგიძლიათ თქვენს თაროზე რამოდენიმე წიგნი, შემობრუნებული დადოთ. ( ისე, რომ ყდა ჩანდეს.)  აარჩიეთ ისინი ლამაზი ყდის მიხედვით. ასეთი წყობა პირველ რიგში, თქვენს თაროს ლამაზ იერს მიანიჭებს. მეორეც მათ უკან დარჩენილი თავისუფალი ადგილი შეგიძლიათ ნივთების ან თუნდაც ფულის დასამალად გამოიყენოთ. ასევე თუ ბევრი წიგნი გაქვთ, თარო კი პატარაა, შეგიძლიათ ერთი სერიის რამოდენიმე წიგნი ერთმანეთის უკან დაალაგოთ. ასეთი ხერხი კარგია თუ თაროს კიდეები დაფარული არ აქვს. აი მაგალითად
                     





























           კიდევ ერთი რჩევა : დაალაგეთ წიგნები ერთმანეთზე დაწვენილად..
ასე შეგიძლიათ დაალაგოთ ერთი სერიის, ერთი და იგივე გამომცემლობის ან ერთი სიგრძის წიგნები.































 ეგიძლიათ ერთ თაროზე წიგნები შემდეგნაირად დაალაგოთ.
ზოგიერთი მათგანი უბრალოდ შემოაბრუნეთ და გარეკანი უკან მოაქციეთ. დიახ, დიახ ძველად წიგნები თაროებზე განსხვავებულად იდო. მისი გარეკანი, ყუა, შიგნით, კედლისკენ იყო მოქცეული. აი ფოტოც




















ქვე შეგიძლიათ, რამოდენიმე მათგანი უფრო წინ წ. მაგალითად ყოველი მეორე.




გახსოვდეთ სილამაზე დეტალებშია!


გამოიყენეთ სხვადასხვა დეტალები, ცხოველები, პატარა ქანდაკებები, ჩარჩოები, სათამაშოები,ჭიქები. შეგიძლიათ ნაძვისხის ფერადი ნათურებიც დაამაგროთ , თარო ღამითაც არანაკლებ ლამაზი იქნება..































                                   აი ასეთი თარო გამოვიდა საბოლოოდ!










ძველი ფოტოები : 




სიყვარულით,
■პატი



     

Comments