ჯორჯ ბერნარდ შოუ - ყველაზე საყვარელი ცინიკოსი



უცნობმა ქალბატონმა, ზედმეტად გულწრფელად განუცხადა: 
- თქვენ, რომ ჩემი ქმარი ყოფილიყავით, საჭმელში საწამლავს ჩაგიყრითით. 
- ქალბატონო, - უპასუხა შოუმ, - თქვენ , რომ ჩემი ცოლი ყოფილიყავთ მეთვითონ მივიღებდი საწამლავს.

ერთ-ერთმა მსახობმა სთხოვა შოუს დაეწერა მისი დახასიათება, დრამატურგმა დაწერა შემდეგი: მსახიობი თამაშობს ჰამლეტს, რომეოს, ფერდინარდს, უკრავს პიანინოზე, ფლეიტაზე, თამაშობს ბილიარდს. ამ უკანასკნელს თამაშობს შესანიშნავად.


ერთხელ შოუს განუცხადეს, რომ მისი ნამუშევრები ჯოჯოხეთური იყო. - ეს მე არ მაშინებს, - უპასუხა შოუმ, - ჯოჯოხეთსაც და სამოთხესაც თავისი უპრატესობები აქვთ.
სამოთხეში კარგი კლიმატია, ჯოჯოხეთში კარგი საზოგადოება.

შოუმ მიიღო მოსაწვევი, მწერლისგან რომლის პიესის პრემიერაც იყო. ეს მოსაწვევი გაგზავნილი იყო ბილეთის გარეშე და როდესაც შოუ მივიდა თეატრში, კონტროლიორმა უბილეთო არ შეუშვა. მხოლოდ  ადმინისტრაციის ჩარევამ შეძლო პრობლემის აღმოფხვრა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ დრამატურგმა კონტროლიორს 1 ფუნტი სტერლინგი აჩუქა და უთხრა: ''დავრწმუნდი, რომ ჩემი არ შეშვებით, ჩემთვის კარგის გაკეთება გინდოდათ.'' 




ბერნარდ შოუ აღნაგობით ძალიან გამხდარი იყო. ერთხელ, თავის ნაცნობს შეხვდა რომელიც ძალიან მსუქანი იყო.
 - ბატონო შოუ, თქვენ რომ გიყურებთ მგონია, რომ ინგლისში შიმშილია - წაკბინა მსუქანა.
 - თქვენი გარეგნობა კი მაფიქრებინებს, რომ ამაში დამნაშავე თქვენ ხართ. - უპასუხა დრამატურგმა.


შოუს ჰკითხეს :
 - რამდენს გინდათ გამოიმუშავებდეთ, რომ თავს გრძნობდეთ ბედნივრად?
 - ზუსტად იმდენს რამდენსაც ჩემი მეზობლების აზრით გამოვიმუშავებ.


ერთმა ქალბატონმა დრამატურგს ჰკითხა: - რატომ შექმნა ღმერთმა ჯერ კაცი და შემდეგ ქალი? - იმიტომ, რომ არ უნდოდა კაცის შექმნისას, ქალის რჩევები მოესმინა.

ბერნარდთან მივიდა ერთ-ერთი მისი თაყვანისმცემელი - მომხიბვლელი, ახალგაზრდა ქალბათონი და უთხრა :
 -წარმოიდგინეთ როგორი შესანიშნავი შვილები გვეყოლებოდა, ჩემგან ისინი მიიღებდნენ სილამაზეს თქვენგან კი გონიერებას.
 - ოო მის, წარმოგიდგენიათ რა იქნებოდა ჩემგან პირველი, რომ მიეღოთ და მეორე - თქვენგან?...



- მითხარით როგორ ახერხებთ ყოველ წამს ასეთი ბრძნული აზრების მოფიქრებას?
 -ეს ზედმეტად ადვილია, როდესაც თავში რამე სულელური აზრი მოდის, მაშინვე საწინააღმდეგოს ვიძახი.

მწერალი ვეგეტარიანელი იყო და 94 წლამდე იცოცხლა. 70 წლის ასაკში მას ჰკითხეს
 - თავს როგორ გრძნობთ ?
 - მშვენივრად, უბრალოდ ექიმები თავს მაბეზრებენ, მიმტკიცებენ რომ მოვკვდები თუ ხორცის ჭამას არ დავიწყებ. 
90 წლის ასაკშიც იგივე კითხვა დაუსვეს, რაზეც ასე უპასუხა: მშვენივრად, უკვე აღარავინ არ მაწუხებს. ის ექმები რომლებიც მაშინებდნენ, რომ ხორცის გარეშე ვერ ვიცოცხლებდი, უკვე  გარდაიცვალნენ.



ბერნარდ შოუ პირველი მწერალია რომელცმაც უარი თქვა ნობელის პრემიაზე

დრამატურგი 1950 წლის 2 ნოემებრს გარდაიცვალა. მისი სხეული ყველანარი რიტუალის გარეშე დაწვეს. ფერფლი კი ცოლის ფერფლში აურის და მის საყვარელ ბაღში მიმოფანტეს.




ფრაზები:

ყველა ცხოველი ჩემი მეგობარია, მე კი არ ვჭამს ჩემს მეგობრებს.

გაიგეთ, რომ არავის არაფერი არ უნდა მოუყვეთ, აი მაშინ ყველაფერი კარგად იქნება.

ხუმრობის ჩემი მეთოდი – ვილაპარაკო სიმართლე. არაფერია იმაზე სასაცილო დედამიწაზე, როგორც სიმართლე.

არ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ბედნიერება, თუ მას ჩვენ თვითონ არ ვქმნით.

ეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ, სხვაგვარად მოგიწევთ შეიყვაროთ ის, რაც მიიღეთ.

თუ ხალხმა ხელში აგიტაცა ნუ გაგეხარდება... კარგად დააკვირდი, იქნებ კუბოში წევხარ.

ცხოვრების არსი საკუთარი თავის პოვნა არაა. ცხოვრების არსი საკუთარი თავის შექმნაა.


















Comments