აირა ლევინი - ''როზმარის შვილი''








ავტორი : აირა ლევინი
ჟანრი: ჰორორი
გამოშვების თარიღი: 1967
გამომცემლობა : ბაკურ სულაკაური-2016წ.



        თუ თქვენი ნერვული სისტემის გამოცდა გინდათ მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.


    გაი და როზმარი ვუდჰაუსები საცხოვრებლად ახალ სახლში ''ბრემფორდში''გადადიან,
 რომელიც თავისი უჩვეულობებითაა ცნობილი.
     გაი მსახიობია, რომელიც დაუღალავად ცდილობს სახელის მოხვეჭას, მაგრამ მცდელობა მცდელობად რჩება და შედეგი არ მოაქვს. როზმარი კი დიასახლისია, რომელსაც სჯერა, რომ ერთხელაც მისი ქმრის დროც მოვა.

წყვილი ბრემფორდში გაიცნობს მოხუცებულ ცოლ-ქმარს რომანსა და ზედმეტად ცნობისმოყვარე მინის, რომლებსაც მალე დაუახლოვდებიან. მათი გაცნობის შემდეგ გაის უნდება, რომ მამა გახდეს, რისი სურვილიც მანამდე არასდროს ჰქონია. მინის შოკოლადიანი ნამცხვირს და უცნაური რიტუალის შემდეგ კი როზმარი ორსულდება. მოხუცები იწყებენ ახალგაზრდა წყვილზე ზრუნვას, სჩუქნიან როზმარის ''ტანისის ფესვის'' თილისმას, შავ სანთლებს, ყოველდღე ასმევენ ''განსაკუთრებულ'' კოქტეილს.
მისი ორსულობა კი  დღითიდღე უფრო და უფრო რთულად მიდის.  მომატების მაგივრად, წონაში იკლებს, აწუხებს საშინელი ტკივილები. ექიმი საპირშტაინი კი ( რომლის ''ტანისის თილისმაც ისევე ყარს, როგორც მისი ) უმტკიცებს, რომ ყველაფერი მალე გაუვლის და ცოტაც მოითმინოს.

ცოტახნში მოვლენები იმდენად იხლართება, რომ როზმარის ვეღარ გაურკვევია შეუძლია თუ არა, საერთოდ ვინმეს ენდოს.



გაინტერესებთ ''რა'' გამოვიდა როზმარის შვილი რიტუალის შემდეგ და მიიღო თუ არა იგი დედამ ისეთად, როგორიც დაიბადა ? მაშინ წაიკითხეთ ეს მისტიკური ჟანრის შესანიშნავი  ნიმუში.

ახლა კი მოდით ჩემს აზრსაც გაგიზიარებთ. აირა ლევინი, რომელიც თავიდან რატომღაც  ქალი მეგონა, ძალიან მარტივი ენით წერს, რის შედეგადაც წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ყოველი გვერდის შემდეგ უფრო და უფრო გითრევს და კითხვის გაგრძელების არანორმალური სურვილი გიჩნდება . ავტორი ისე ზუსტად აღწერს მოქმედებებს, რომ როდესაც კითხულობ იმდენად კარგად აღიქვამ, თითქოსდა ფილმს უყურებდე.  ლევინმა მოახერხა და მენერვიულა მთავარ პერსონაჟზე. განვიცდიდი მის ყოველ ტკივილს, ახლობლების ღალატს.. 
მოკლედ რომ ვთქვა წიგნმა კითხვის პერიოდში დაატყვევა ჩემი გონება და კმაყოფილი დამტოვა.



წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი და სერიალი ამავე სახელწოდებით - ''rosemary's baby''









Comments