წიგნის მოყვარული გირჩევთ






people are strange when you're a stranger

ალბათ თქვენს გარშემოც არიან ისეთი "მკითხველები" რომლებიც, თანამედროვე ლიტერატურას არ ენდობიან და არ კითხულობენ წიგნებს, რომლებსაც დროის გამოცდა არ ჩაუბარებიათ.  ზუსტად ასეთი მეგობარი ჰყავს "ნორვეგიული ტყის" მთავარ
პერსონაჟს ვატანაბეს. 
"თუ მხოლოდ იმ წიგნებს წაიკითხავ, რომლებსაც სხვები კითხულობენ, შენც დანარჩენებივით იფიქრებ."

აი ჰარუკი მურაკამის კი ზუსტად ამ წიგნის დაწერის გამო ეპატიება, რომ თანამედროვე მწერალია. ალბათ გიჩნდებათ კითხვა  რატომ ნორვეგიული ტყე?  beatles - Norwegian Wood (This Bird Has Flown), ეს არის წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟის ნაოკოს საყვარელი სიმღერა, რომელსაც ნაწარმოებში არაერთხელ ვხვდებით.
ტორუ ვატანაბე უნივერსიტეტის სტუდენტია. საუკეთესო მეგობრის, კიძუკის სიკვდილის შედეგ ურთიერთობას იწყებს მის შეყვარებულთან, ნაოკოსთან. გოგონა ტრამვირებულია კიძუკის გარდაცვალებით და მალე ფსიქიკური პრობლემები ეწყება. ამის გამო კი სანატორიუმში ხვდება. ამასთანავე ვატანაბე გაიცნობს მეორე გოგონას, სიცოცხლით სავსე მიდორის. რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ბოლოს კი ხვდება, რომ ეს გოგონაც ძალიან სურს.
წიგნის მთავარი თემა კი : სიყვარული, ურთიერთობა, სექსი , დეპრესია და თვითმკვლელობაა.
რჩევა ! - ძალიან კარგი წიგნია, მაგრამ ამასთანავე ძალიან დეპრესიული ასე, რო არდადეგებზე ნუ წაიკითხავთ და თავს ნუ დაიმძიმებთ ემოციებით.

წიგნის მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი.

      *
                                               აი, ასეთია ჩემი ცხოვრება,
                                                                       არც ხელს მკიდებს, 
                                                                     არც მიცდის, 
                                                                        არც კი მაკვირდება, 
ცალკე დადის მოპირდაპირე ტროტუარზე    
                                                                            და ნერვიული ნაბიჯებით,
                                                                         უკან მოუხედავად, 
გზაზე მუდამ შუქნიშნის წითელ შუქზე გადადის...


ქართველი პოეტის ირაკლი კაკაბაძის, იგივე იაკი კაბეს, ლექსების კრებული  ''სამწერტილები'' ერთ - ერთი ის ქართული წიგნია რომელიც ბევრ ქართველ  პოეზიის მოყვარულს უნდა ჰქონდეს წაკითხული. წიგნში სულ რაღაც 118 გვერდია, მაგრამ პოეტი ახერხებს და მასში ბევრ ფიქრს უყრის თავს. ეს პატარა წიგნი სულ რამოდენიმე წუთში იკითხება, მაგრამ წაკითხვის შემდეგ ხშირად გვინდება მისი გადაკითხვა.
 ალბათ ბევრს გახსოვთ საქართველოს ბანკის  ჩატარებული თამაში #მევარსანტა. ჰოდა, მეც ზუსტად აქედან მერგო ეს შესანიშნავი წიგნი. ზამთრის შემდეგ კი საკმაოდ ბევრჯერ გადავიკითხე. ემოციები კი იგივეა რაც პირველად წაკითხვის შემდეგ. 



            ''შეეცადე დაინახო ცხოვრება იგი ყოველივე ხელოვნურზე უფრო მშვენიერია'' 


451º ფარენჰაიტი - არის ტემპერატურა რომელზეც ქაღალდი იწვის. რეი ბრედებრის რომანი 1953 წელს გამოიცა. წიგნი მოგვითხრობს სამყაროზე სადაც წიგნის შენახვა და კითხვა სასტიკად აკრძალულია. მისი მთავარი გმირი მონტეგია, რომელიც მეხანძრეთ მუშაობს. მეხანძრეების დანიშნულება სულაც არ არის ცეცხლის ჩაქრობა, არამედ პირიქით მისი მეშვეობით წიგნების განადგურებაა. ისინი წიგნებს მათ მეპატრონეებთან ერთად წვავენ. ერთ დღესაც მონტეგი შეხვდება უცნაურ გოგონას, სახელად კლარისას. მისი გაცნობა კი აიძულებს თავისი ცხოვრების შეცვლას... წიგნს ბრედბერი საჯარო ბიბლიოთეკაში, ნაქირავებ საბეჭდ მანქანაზე წერდა. თავიდან კი ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა ჟურნალ playboy-ში. 
ნაწარმოები ერთი ამოსუნთქვით იკითხება და არ ტოვებს მკითხველს უკმაყოფილოს. ასე, რომ გირჩევთ თქვენს ''წასაკითხ წიგნთა სიაში'' ჩაწეროთ.

მის მიხედვით 1966 წელს გადაიღეს ფილმი, იგივე სახელწოდებით.



"საბოლოოდ ყველაფერს ის აჯობებს, იპოვო ადამიანი, რომელიც შენი სარკე გახდება. დაიმახსოვრე, მხოლოდ სხვა ადამიანის გულში დაინახავ შენს ნამდვილ სახეს და შენში ღვთის არსებობას"


თურქი მწერლის ელიფ შაფაქის - სიყვარულის ორმოცი წესი''  წიგნი მეგობარმა მირჩია და მეც ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე ( ახლა ვნანობ ჩემს თაროზე რომ არ დევს ) 
წიგნი მოგვითხრობს 40 წლის ამერიკელ ქალზე, ელაზე რომელიც წიგნის გამომცემლობაში მუშაობს. ერთ - ერთ წიგნზე მუშაობისას ის გადაწყვეტს მისწეროს ამ ნაწარმოების  ავტორს. უმნიშვნელო მიმოწერა კი მალე რომანში გადაიზრდება. წიგნში მოქმედება მიმდინარეობს თანამედროვე დროში და ასევე მის პარალელურად დაახლოებით მეცამეტე საუკნეში,  სადაც მოთხრობილია შამს თებრიზის ისტორია. 
წიგნზე ბევრს არ ვისაუბრებ, რომ შინაარსი საიდუმლოდ დავტოვო, მაგრამ შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამ სასწაულის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად გაოცებული დარჩებით.




სალამი ბიჭებო და გოგოებო. ჰანა ბეიკერს უსმენთ.

ჯეი აშერის - ''13 მიზეზი'' მოგვითხრობს ჰანა ბეიკერის შესახებ, რომელიც სიცოცხლეს თვითმკველობით ასრულებს. სიკვდილის წინ  გოგონა  რამოდენიმე აუდიოკასეტას ჩაწერს. ამ კასეტებში კი ყვება თავისი სიკვდილის ''13 მიზეზს''.
 წიგნი მოგვითხრობს გოგონაზე რომელიც იმდენად სუსტი იყო, რომ დაცინვას ვერ გაუძლო და სიკვდილი გადაწყვიტა,  ამავე დროს კი  იმდენად ძლიერი იყო, რომ თავი მოიკლა, მაგრამ მის გარშემო ვინ რას წარმოადგენდა ყველაფერი გამოააშკარავა. 

"როდესაც ცამეტსავე მხარეს მოუსმენთ - რადგან ამ ამბავს ცამეტი მხარე აქვს - კასეტებს გადაახვევთ, ყუთში ჩააბრუნებთ და ამბის მომდევნო გმირს გაუგზავნით. შენ კი იღბლიანო მეცამეტევ შეგიძლია კასეტები ჯოჯოხეთში გამოიყოლო, როცა მოკვდები. შესაძლოა იქ შეგხვდე კიდეც."

მე კი მთავარ გმირს სუსტად აღვიქვამ. არავის აქვს იდეალური ცხოვრება, ბევრს დასცინოდნენ სკოლაში, ჭორებს უვრცელებდნენ, მარამ ეს მიზეზები თვითმკვლელობისთვის ძალიან უმნიშვნელოა. ვფიქრობ ბევრმა მოზარდმა უნდა წაიკითხოს ეს წიგნი და მიხვდეს, არავინ არის ღირსი რომ მის გამო თავი მოიკლა. უბრალოდ უნდა ეცადო მსგავს ''ბოროტ ენებს'' ყურადღება არ მიაქციო.
წიგნის მიხედვით გადაღებულია სერიალი - 13 reasons why.


"დანამდვილებით არავინ ვიცით რა სახის ან რა მასშტაბის გავლენას ვახდენთ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, მაგრამ მაინც ჩვენსას ვაწვებით ხოლმე. "


''საკუთარ თავს ვერსად დაემალებით. ვერც გაექცევით და ვერც საკუთარ გონებას გამორთავთ.''












■პატი

Comments