ჯოჯო მოიესი - ''შენ შემდეგ''

ცოტა რამ მწერლის შესახებ... ♡

ჯოჯო მოიესი - ინგლისელი რომანისტი და ჟურნალისტი. მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა, რომანმა ''მე შენამდე'' 
დაიბადა 1969 წლის 4 აგვისტოს, ლონდონში. დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი.
მწერალი ერთ-ერთია იმ რამოდენიმე მწერლიდან, რომლებმაც ორჯერ მოიგეს ''ასოციაცია რომანტიკული ნოველისტების'' პრემია. ნომინაციაში ''წლის საუკეთესო რომანტიკული ნოველა'' (პირველი 2004 წელს რომანისთვის - ''foreign fruit'' ხოლო 2011 წელს რომანისთვის- ''the last letter from your lover'')
მისი რომანი ''მე შენამდე'' (რომელიც ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწდომია) გაიყიდა ნახევარი მილიონიანი ტირაჟით, პირველივე თვეებში. წიგნი ''ნიუ-იორკ თაიმსის'' ბესტსელერების სიაში მოექცა და 39 ენაზე ითარგმნა. ხოლო Metro-Goldwyn-Mayer-მა მის ეკრანიზაციაზე უფლებები შეიძინა. ( ფილმი 2016 წელს გამოვიდა.)

წიგნი ქართულად 2016 წელს გამოიცა, გამომცემლობა ''წიგნები ბათუმშის'' მიერ. ძალიან მოკლე დროში კი, ქართველი მკითხველის გულები  დაიპყრო. ჯერ-ჯერობით ჩემს გარშემო, ამ წიგნზე ცუდი კომენტარი არავის გაუკეთებია. ასე, რომ თუ წაკითხული არ გაქვთ გაიქეცით წიგნების მაღაზიაში და შეიძინეთ. თქვენ კი ვინც უკვე წაიკითხეთ მოდით ცოტა ლუს შემდგომ ცხოვრებაზე ვისაუბროთ.


შენ შემდეგ  ❤


 

''ჩემზე ძალიან ხშირად ნუ იფიქრებ. არ მინდა, წარმოვიდგინო, რომ ხშირად სევდიანი და თვალცრემლიანი იქნები. უბრალოდ კარგად იცხოვრე. უბრალოდ იცხოვრე.''

თითქოს ეს ასეთი ადვილი იყოს. ! 

ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს: ღირს თუ არა მეორე ნაწილის წაკითხვა? პირველი ჯობია თუ მეორე? ძალიან ბანალური ხომ არ არის? 

მოდით მე ჩემს აზრს გაგანდობთ. ძალიან მომწონს. ძალიან რეალური წიგნია. მწერალი ზუსტად იმას აღწერს რასაც ნამდვილად განიცდიან ადამიანები სხვისი დაკარგვისას.
რაც შეეხება იმას, ბანალური არის თუ არა. დიახ შეიძლება ვინმეს ბანალურად მოგეჩვენოთ ლუს ახალი ცხოვრება. მაგრამ დამიჯერეთ მთლიანობაში წიგნი ძალიან მოგეწონებათ.

რაზეა მეორე ნაწილი ? 


უილის ''გადაწყვეტილების'' შემდეგ ლუისა იწყებს უილის რჩევის გათვალისწინებას და მიდის ევროპაში სამოგზაუროდ. შეიძენს პატარა ბინას ( ყველაზე კარგი რაც გააკეთა, გადავიდა მშობლებისგან) და იწყებს მუშაობას აეროპორტში მდებარე პატარა ბარში. იტანს საშინელ მენეჯერს, ცდილობს ისეთი რამ არ გააკეთოს რაც უილს ''არ მოეწონებოდა'' და მეხუთე სართულიდან ვარდება... ჰოო, ეს მოკლე ფრენა კი აიძულებს შეცვალოს რაღაცეები მის ცხოვრებაში. რაშიც ტრეინორების შვილიშვილი და მამაკაცური ექიმი სემი ეხმარებიან.

წიგნის კიდევ ერთი პლიუსი ის არის რომ ადვილად იკითხება. ასე რომ წიგნის მოყვარული გირჩევთ დრო გამონახოთ და წაიკითხოთ.  ♥






■პატი





Comments

  1. ცენზურა არც ამ მეორე წიგნში არ არის დაცული?? ((

    ReplyDelete

Post a Comment