ოსკარ უაილდი

 

რთულია წარმოვიდგინო სამყარო უაილდის ფრაზების გარეშე.
ხორხე ლუის ბორხესი

 მისი მთლიანი სახელია - oscar fingal o'flahertie wills wilde


მწერალმა 1878 წელს  ოქსფორდი წითელი დიპლომით დაამთავრა.


მწეალი თავის შესახებ ამბობდა. მე რომ კითხვარს ვავსებდე, ასაკის გრაფაში ჩავწერდი ''19'' პროფესიაში ---''გენიას, ხოლო ნაკლოვანებებში ---ტალანტს.

გაინტერესებთ რა არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დრამა ? მე მთელი ჩემი გენია ჩავდე ჩემს ცხოვრებაში და მხოლოდ ტალანტი საკუთარ წიგნებში.


არ მაქვს პრეტენზიული გემოვნება, მაკმაყოფილებს ყველაფერი საუკეთესო.


ვშიშობ, რომ ეს რომანი ( დორიან გრეის პორტრეტი ) ძალიან ჰგავს ჩემს ცხოვრებას — მხოლოდ საუბრები, არანაირი მოქმედება.


ყოველთვის ვინტერესდები იმით რაც მე არ მეხება.


შემეძლო ჩემი თავისთვის მიმენიჭებინა სიამოვნება და არ მესაუბრა, მაგრამ არ შემიძლია სხვებს მოსმენის სიამოვნება წავართვა.


ერთხელ როდესაც უაილდი ამერიკაში მიემგზავრებოდა, საბაჟოზე კითხეს რამე ძვირფასეულობა ხომ არ გადაჰქონდა, რომ დეკლარაციაში მიეთითებინათ.
მან კი უპასუხა:
- მე არაფერი მაქვს სადეკლარაციოთ, ჩემი გენიის გარდა.

უაილდს ჰყავდა ახალგაზრდა საყვარელი ალფი დუგლასი. 

მწერალი მენინგიტით გარდაიცვალა 1900 წლის 30 ნოემბერს.

რას ამბობდა უაილდი სხვა მწერლებზე ! 

ბერნარდ შოუზე:
 ის მშვენიერი ადამიანი იყო. მას არ ჰყავდა მტრები და არცერთ თავის მეგობარს არ უყვარდა.


ონორე დე ბალზაკზე.
წაიკითხეთ ბალზაკი როგორც საჭიროა და თქვენი მეგობრები უბრალოდ ჩრდილებად გადაიქცევიან. ხოლო ჩვენი ნაცნობები, ჩრდილების ჩრდილებად.


ერთ-ერთ თავის თანამედროვეზე.
მან, რომ უფრო ცოტა იცოდეს, ალბათპოეტი გამოვიდოდა.


ჩარლზ დიკენსზე.
დიკენსის შემოქმედებაში, ძალიან ცოტა ჯანსაღი აზრია.  მას არ შეუძლია წეროს სატირა, მისი სტიქია კარიკატურაა.
(უაილდი სერიოზულად არასდროს აღიქვამდა დიკენსის შემოქმედებას, და ყოველთვის ცდილობდა მისთვის დაეცინა. ხოლო ჩარლზ დიკენსის თანამედროვე კრიტიკოსები ყოველთვის ამბობდნენ, რომ იგი ვერ შევიდოდა ''საუკეთესო ბრიტანელი მწერლების''სიაში)



ფრაზები ❤


"სამყაროს ჭეშმარიტი საიდუმლო მხოლოდ ხილვადშია და არა უხილავში"

''საზოგადოება დანაშაულს მოგიტევებთ, ოცნებას - არა.''

''სიამოვნება სირცხვილი არ არის. ადამიანს უბრალოდ უნდა რომ იყოს ბედნიერი. მაგრამ საზოგადოებას უნდა რომ ის იყოს კარგი,და როცა ის კარგია,ის იშვიათადაა ბედნიერი. მაგრამ როდესაც ის ბედნიერია,ის ყოველთვის კარგია''

"არ არსებობს უზნეო ან ზნეობრივად სრულყოფილი წიგნი. წიგნები ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. ეს არის და ეს "

"ის ადამიანი, ვინც მხოლოდ სხვებთან შეთანხმებით არსებობს, საკუთარ თავთან მუდმივ უთანხმოებაშია."

''მე მიყვარს საკუთარი თავის მოსმენა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს საათობით და იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ამ ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ ვიგებ.''

''მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ– ვერაფერს შეცვლი.''

''მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი მე ვარ.''



(ბავშვობაში)



(ცოლი და შვილი სირილ ჰოლანდი)



(ოსკარ უაილდი და ალფრედ დუგლასი)





Comments