ვარ, ვით არსება საწყალობელი



ვარ, ვით არსება საწყალობელი,
უკუნით წყვდიადში მარტოდ
შთენილი,
სამარადჟამოდ მიტოვებული,
ყოფიერების შავბნელ წიაღში.

მუდმივი ბრძოლით, მუდამ
დაღლილი,
ვით ნაპერწკალი უსუსური,
ჭეშმარიტების,
ამაოებით გაჟღენთილი
წუთისოფლის გამოისობით,
უკვდავთმყოფობის კაეშანით
უმალ შთანთქმული.

გამოყვანილი ესთეტიკური,
 დიუნებიდან არარაობის, 
და გამჟღავნებით საკუთარი 
აზროვნების უსუსურობის,
 ცდილობ ამოხსნა, დაფარული 
არსი მყოფობის
 და მენტალობის უსასრულო 
რევოლუციით, 
ატანა მისი სიმსუბუქის
 აუტანელის.


როს დაფიქრდები, უსასრულო 
არსზე ცხოვრების, 
ცდილობ დაპყრობას 
მწვერვალების ბედნიერების, 
ამოხეთქილი სიღრმეებიდან 
სულის სიბნელის,
 მოქსოვილია გული შენი, 
განუზომლად დიდი ვარამით.


უცქერ სამყაროს გულგრილობას
 სევდით დიადით,
 მუნვე შორდები ამფითეატრს, ამ 
სპექტაკლის უტოპიურის, 
და კულისებში ყოველივე 
არსებულის არსის განჭვრეტით,
 უკიდეგანო პიროვნების
 სიღრმეებში დავანებულის, 
ცდილობ დანთებას უკვდავებაში, 
თავგანწირვის წმინდა სანთელის.


უსასოო მარტოობაში, სიყვარული
 გამოწრთობილი, 
არს ერთადერთი მყარი საყრდენი, 
უიმედობის მუდმივ მორევში
 და პიროვნების სივრცეებში,
 ღმერთის ძიებით დაკავებული, 
ალსა მბჟუტავსა შენი სინათლის, 
წყვდიადი დანთქავს 
გამალებული.


ოდეს გახდები საკუთარი
 არსებობის პირველმიზეზი, 
მუნვე გეცლება საფარველი 
ბნელი ფიქრების 
და აზროვნებით განყენებულით,
 მატერიის ნაჭუჭისგან
 თავისუფალი, 
შეძლებ უმალვე ჭვრეტას, 
ღვთაებრივად გამჭვირვალე 
მარადისობის.


ხოლო, როდესაც შეუცნობად 
უფსკრულში სულის, 
აბობოქრდება, მარად ნათელი, 
თავგანწირვის წმინდა სანთელი,
 მაშინ იწყება რადიკალურ 
ცვლილებათა აპოთეოზი
 და განმსჭვალული
 სიყვარულითა, ბანოვანისა 
ტრფობა, ამბორი.


ოდენ იგემებ დაუშრეტი 
სიცოცხლის წყაროს, 
სიყვარულია ჭეშმარიტი თავად,
 რომელიც, 
შეძლებ მაშინვე ხელთუქმნელი 
ცნობიერებით,
 მუნვე არეკლვას, 
ყოფიერების უსაფუძვლობის.


სიყვარულია ტრფობით 
დამდნარი, სავანე სულის
 ღვთაებრივი ყოფიერების, 
შენ კი იქცევი პირველწყაროდ, 
გადმონთხევისა ამ სიყვარულის 
და თვით წიაღში მსგავსი 
გრძნობისა,
 სატრფოს წინაშე,
თავჩაქინდრული, 
მაინც წალეკავს სულის უფსკრულებს,
 უყუჩებელი სევდის ბგერები, 
თუნდაც სანატრელ სამყოფელში, 
ღვთაებრივი უსასრულობის.


ზურა კობალაძე















Comments