ნაწყვეტი "აჩრდილის ამბორიდან"






აგიკვიატე ისე,რომ სხვის სხეულშიც შენი სული მელანდებოდა. მათ ქცევებს შენსას ვადრიდი და ვხვდებოდი,რომ არც ერთი მათგანი არ გგავდა,ან მე გაგაიდეალე ზედმეტად და დაგხატე ჩემს გონებაში ისეთი, როგორიც რეალობაში არ იყავი და მე მინდოდა რომ მყოლოდი. თავს ვიტყუებდი, ვაჯერებდი,რომ ისევ გიყვარდი, რომ საღამოს ისევ გავიპარებოდით ერთად და გამთენიისას დავბრუნდებოდით. ყველაფერი შენს თავს მახსენებდა. ნეტავ მყავდეს პერაონაჟი,ვისაც ამ ყველაფერს დავაბრალებდი და მე შევძლებდი გრძნობებდაცლილი სიარულს.






მარი სიბოშვილი

Comments