როგორ წერდნენ ცნობილი მწერლები





ერნესტ ჰემინგუეი მთელი თავისი ცხოვრება  გამთენიისას დგებოდა. მაშინაც კი, როდესაც სვამდა ექვს საათზე გვიან არ იღვიძებდა. მუშაობდა შუადღემდე. მას თაროზე ედო საბეჭდი მანქანა, მანქანაზე კი ფიცარი ედო, რაზეც ფურცლები ეწყო. როდესაც ამ ფურცლებს ბოლომდე დახარჯავდა, ნაწერს მანქანაზე ბეჭდავდა.  ხოლო როდესაც წერას ასრულებდა, დაწერილ სიტყვებს თვლიდა.




ჯეიმს ჯოისს არ ჰქონდა რეჟიმი, ეძინა 10 საათამდე, საწოლში მიირთმევდა ყავას და ფუნთუშებს.  გამოიუშავებდა ინგლისურის და პიანინოს გაკვეთილებით. ძალიან ხშირად სესხულობდა ფულს, ხოლო კრედიტორებს პოლიტიკაზე საუბრით გონებას უფანტავდა. ''ულისეს'' დასაწერად მას 7 წელი დასჭირდა. ამ შვიდ წელიწადში, კი მან 18ჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი.( შვეიცარიაში, იტალიაში და საფრანგეთში. )




ჰარუკი მურაკამი დგება დილის 4 საათზე და 6 საათის განმავლობაში შეუწყვეტლივ წერს, წერის შედეგ დარბის, ცურავს, კითხულობს, უსმენს მუსიკას. მურაკამი თვლის, რომ ასეთი რეჟიმი ეხმარება ტრანსში ჩასაძირად, რაც სასარგებლოა მისი შემოქედებისთვის. ოდესღაც ის ცხოვრების მჯდომარე წესს მისდევდა, წონაში იმატებდა და დღეში სამ კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. შემდეგ გადავიდა სოფელში, შეეშვა სიგარეტს და ჯანსაღი საკვების მიღება დაიწყო. უკვე 25 წელია დარბის. მისი ასეთი ცხოვრების ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ბევრი დრო არ რჩება მეგობრებისთვის.

''ჩემი მკითხველისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დღის როგორი რეჟიმი მაქვს. 
მათთვის მთავარია ახალი წიგნი წინაზე უკეთესი იყოს.''




ვლადიმერ ნაბოკოვი ''ლოლიტას'' ღამით, მანქანის უკანა სკამზე წერდა.  თვლიდა, რომ იქ არ იყო ხმაური, და გონების გამფანტველი ფაქტორები. ასაკში შესვლის შედეგ, მწერალი არასდროს წერდა სადილის შემდეგ, უყურებდა ფეხბურთს და ნადირობდა პეპლებზე, ზოგჯერ გარბოდა 25 კილომეტრს იშვიათ ეგზემპლიარისთვის.


მარსელ პრუსტი თავის რომანს ''დაკარგული დროის ძიებაში'' 14 წელი წერდა. ამ დროის განმავლობაში მან ნახევარ მილიონამდე სიტყვა დაწერა. წერაში ხელი, რომ არ შეეშალათ , მწერალი თავისი საძინებელი ოთახიდან არ გამოდიოდა. ღამით წერდა, ხოლო დღისით სამ ანოთხ საათამდე ეძინა. როგორც კი გაიღვიძებდა, ცეცხლს უკიდებდა ფხვნილს რომელიც ოპიუმს შეიცავდა - ასე იკურნავდა თავს ასთმისგან. თითქმის არაფერს ჭამდა. სვამდა მხოლოდ ყავას რძით  და იირთმევდა კრუასანებს. წერდა საწოლში, მუხლებზე ედო რვეული, ხოლო თავ ქვეშ ბალიშები.



■პატი



Comments