ზაფხულში წასაკითხი წიგნები






''ქარწაღებულნი ''ძალიან საინტერესო წიგნია,ჩამთრევი, პერსონაჟებიც განსხვავებული. განსაკუთრებით სკარლეტი და რეტი. კითხვისას ამ წიგნიდან სიამოვნებას იღებ და სულ გრძნობ როგორ გიზიდავს წასაკითხად





პატრიკ როტფუსის ''ქარის სახელი ''- ტრილოგიის პირველი წიგნი. გამოვიდა 2007 წელს და თავიდანვე ბევრი ჯილდოც მიიღო. წიგნის მთავარი გმირი ქვოუთია არკანისტი და მუსიკოსი. ქვო მეფუდუკეა იგი მეკალმეს უყვება თავის ისტორიას , ლეგენდებს მის შესახებ, მის მიღწევებს. 
ბიჭი მშობლების და მისი დასის დაღუპვის შემდეგ, მარტო იზრდებოდა ქუჩაში . შიმშილობდა იპარავდა. ის მოახერხებს და დაიწყებს სწავლას უნივერსიტეტში სადაც ამზადებენ არკაისტებს (ჯადოქრებს ) ამ უივერსიტეტში კი ცდილობს მოიპოვოს ინფორმაცია ჩანდრიანებზე , მისი მშობლების მკვლელებზე. 
ვფიქრობ ეს წიგნი ყველას მოეწონება , განსაკუთრებით კი ვისაც ფენტეზი უყვარს.


ზებულონი - ქარჩაძის გახმაურებული რომანია, რომელშიც ბედისა და მოვალეობის პრობლემატიკაა გაშუქებული. წიგნი სამ თავად არის დაყოფილი: შურისძიება, სიყვარული , სიკვდილი. ზებულონს ახასიათებს კლასიკური თხრობის სტილი, რაც ნებისმიერ მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელია. რომანი საქართველოს ისტორიული რეალობის ფონზე მიმდინარეობს. ამბავი, რომელიც მთავარი გმირის, ზებულონის "თავგადასავალის" ფორმითაა შემოთავაზებული, ადამიანური სულის უღრმეს ფენებში წვდომის საშვალებას გვაძლევს. ბედისწერისა და უაღრრსად საინტერესო განზომილებას ქმნის . 

პირველად , აგატას შემოქმედებას "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში " - თ გავეცანი და გაოცებულიც დავრჩი . მაგრამ , არა ნაკლებ გაკვირვებული დავრჩი " როჯერ ეკროიდის მკლელობის" ფინალით . ვთვლი, რომ ამ ჟანრში აგათას ამ ნაწარმოებს ყველაზე ორიგინალური დასარული აქვს. ნაწარმოებში მოქმედება მიმდინარეობს ინგლისის პატარა სოფელში ქინგს-ებოთში, სადაც იპოვნიან ახალგაზრდა, მდიდარი ქალის გვამს . ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟად და ამბის მთხრობელად აქ გვევლინება კეთილშობილი ექიმი, რომლის აზრითაც ქალის გარდაცვალების მიზეზი საძილე აბების გადაჭარბებული მიღების ბრალია. აქვე იკვეთება ექიმის დაც, რომელსაც ყოველთვის გააჩნია თავისი შეხედულებები ყველა საკითხზე . თუმცა გადის რამოდენიმე დღე და ქინგს-ებოთში პოულობენ ყველასთვის ნაცნობი , მდიდარი და კეთილშობილი ფაბრიკანტის როჯერ ეკროიდის გვამს , რომელსაც ზურგში ხანჯალი აქვს ჩარტყმული. გამოძიებაში ერთვება აგათას უცველილი დეტექტივი ერკიულ პუარო , რომელიც არის გასული პენსიაზე და სიბერის მშვიდად გასატარებლად საცხოვრებლად გადავიდა ქინგს-ებოთში. ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები იხილეთ წიგნში. გარწმუნებთ წიგნი აღსავსეა მოულოდნელობებით .



სომერსეტ მოემის - ‘’თეატრი’’ . ერთი თვის წინ წავიკითხე. მეგობრის რჩევით. თავიდან ცოტა უინტერესოდ ვკითხულობდი, მეგონა არ მომეწონებოდა, მაგრამ ძალიან კარგი წიგნი აღმოჩნდა. ახალგაზრდა მსახიობ ჯულიას თავდავიწყებით უყვარდება ძალიან სიმპატიური მსახიობი მაიკლი. ისინი ქორწინდებიან და ხსნიან თავიანთ თეატრს. რომელიც მალე საკმაოდ კარგ წარმატებას მიაღწევს. წლები გადის და ჯულიას სიყვარული ქმრისადმი ნელ-ნელა ქრება. მას ახალი შეგრძნებები სწყურია. ის შემთხვევით გაიცნობს ახალგაზრდა ბუღალტერ თომას, რომელიც მასზე ბევრად ახალგაზრდაა. უყვარდება და იწყებს მასზე ზრუნვას. გააცნობს მის შვილს, უქირავებს ბინას, ატარებს წვეულებებზე. აი ასე გადაიქცევა მსახიობის ცხოვრება ერთ თამაშად... გირჩევთ ამ სასწაულ წიგნს დარწმუნებული ვარ თქვენც ისევე შეგიყვარდებათ ჯულია როგორც მე.




ჯოჯო მოიესის ''მე შენამდე'' -გასაოცარი წიგნი, რომლის წაკითხვის შემდეგ ორი კვირა დეპრესიაში ვიყავი. კითხვისას ბევრს ვიცინოდი და კიდევ უფრო ბევრს ვტიროდი. ნამდვილად კარგი წიგნია რომლის კითხვისას ხვდები რომ უნდა დააფასო ყველაფერი რაც გაგაჩნია, განსაკუთრებით კი ჯანმრთელობა. წიგნის მიხედვით გადაღებულია შესანიშნავი ფილმი, ამავე სახელწოდებით. ასევე მისი მეორე ნაწილიც არის ქართულად თარგმნილი ''შენ შემდეგ'' (წიგნი ილიაუნის ჩატარებულ ღონისძიებაზე ''იჩუქე წიგნი'' , ვიჩუქე) ,რომელიც აგერ უკვე ორი კვირაა ჩემს თაროზე დევს და თავის დროს ელოდება. რატომღაც მგონია ამ ნაწილით იმედები გამიცრუვდება ასე რომ, წაკითხვას არ ვჩქარობ.
















Comments