წამი ცხოვრებიდან ( ფაქტები მწერლებზე )

ზიგმუნდ სოლომონ ფროიდი

"რომ იცოდეთ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, მაშინ ნეგატიურად არასოდეს იფიქრებდით!"

ზიგმუნდ ფროიდი ლაპარაკობდა: ლათინურად, ბერძნულად, ფრანგულად, ინგლისურად, იტალიურად, ესპანურად, ებრაულად და გერმანულად.


ფროიდი 6 წლის განმავლობაში კოკაინზე იყო დამოკიდებული.


1923 წელს მას ჰქონდა პირის ღრუს კიბო და ამის გამო მან გადაიტანა 33 ოპერაცია.


83 წლის ასაკში, რათა თავიდან აეცილებინდა აუტანელი ტკივილები, ფროიდმა თავის მკურნალ ექიმს სთხოვა, რომ მორფინის სასიკვდილო ინექცია მიეცა.




ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშე
არის ადამიანი ღმერთის შეცდომა? – თუ ღმერთია ადამიანის შეცდომა?

ნიცშეს დაბადება ( 15 ოქტომბერი ) დაემთხვა მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის დაბადების დღეს. ამიტომ მას მეფის საპატივცემულოდ დაერქვა ეს სახელი.


ნიცშეს ფსიქიკაზე ჰქონდა პრობლემები. თავისი ცხოვრების ბოლო 11 წელი მან ფსიქიატრიულში გაატარა. სადაც ბევრ ჩანაწერებს აკეთებდა. სხვათაშორის მისი ჩანაწერები შემდგომ მის წიგნად იქცა ''ჩემი და და მე''. მისი ყველაზე განსაცვიფრებელი აღიარება გახდა მისი მონაყოლი ,სექსუალურ კავშირზე საკუთარ დასთან.


ნიცშეს ორივე პაპა მღვდელი ჰყავდა. ხოლო მისი მამა პროტესტანტი პასტორი გახლდათ. თავად კი ათეისტი ოყო.


მიხეილ ბულგაკოვი
თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით.

მიხეილ ბულგაკოვი სპეციალურ ალბომში აგროვებდა ჟურნალებს და გაზეთებს, სადაც ეწერა მისი ნამუშევრების შეფასება კრიტიკოსებისგან, განსაკთრებით პიესებს. საერთო ჯამში მას შეგროვებული ჰქონდა 298 უარყოფითი შეფასება და მხოლოს 3 აფასებდა მას დადებითად.


ის ასევე აროვებდა ყველა იმ სპექტაკლისა და კონცერტის ბილეთს, რომელსაც ოდესმე დასწრებია. 

ბულგაკოვმა რვა წლის ასაკში წაიკითხა ''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი'' და დაიზეპირა.

მწერალი თავის ნაწარმოებს '' ოსტატი და მარგარიტა'' 10 წლის განმავლობაში წერდა.


ბულგაკოვს სამი ცოლი ჰყვდა, მაგრამ არცერთ მათგანთან შვილი არ ჰყოლია.


ფიოდორ დოსტოევსკი

„მე მინდა თუნდაც ერთ ადამიანს ველაპარაკო ისე, როგორც საკუთარ თავს.“


დოსტოევსკის საკმაოდ ბევრი ვალი დაუგროვდა იმის გამო, რომ თამაში უყვარდა. ვალების გამო ის იძულებული გახდა რეკორდულ დროში დაეწერა წიგნი. რომანის დასრულება კი 21 დღეში შეძლო.

დოსტოევსკის არ შეეძლო წერა მაგარი ჩაის გარეშე. ღამით როდესაც თავის რომანებს წერდა, მის მაგიდაზე ყოველთვის იდგა ჭიქა მაგარი ჩაით.


დოსტოევსკიმ კონტრაქტი დადო გამომცემელთან, ფიოდორ სტელოვსკისთან, რის მიხედვითაც მისთვის ყოველ თვე ახალი რომანი უნდა მიეწოდებინა. პირობის დარღვევისას ის კარგავდა ჰონორარს და საავტორო უფლებებს 9 წლით.






Comments