ფაქტები მწერლებზე


თავის ბოლო წლებში ერნესტ ჰემინგუეი გახდა დეპრესიული და ადვილად ღიზიანდებოდა. ის თავის მეგობრებს და ახლობლებს არწმუნებდა რომ მას უთვალთვალებდა FBI. ის რამოდენიმეჯერ მკურნალობდა ფსიქიატრიულ კლინკაში, საიდანაც კვლავ ურეკავდა ნაცნობებს და ეუბნებოდა რომ მათ ლაპარაკს უსმენდნენ. ელექტოშოკის მეშვეობით მან დაკარგა წერის უნარი და ასევე ვეღარ აყალიბებდა თავის აზრს. საბოლოოდ 1961 წლის 2 ივლისს მან თავი მოიკლა თოფით თავისივე სახლში. რამოდენიმე ათწლეულის შემდეგ კი FBI-იმ გააკეთა განცხადება, რომ ისინი მწერალს ნამდვილად უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ, ფსიქიატრიულშიც კი. რადგან ხელისუფლებას საეჭვოდ მოეჩვენა მისი აქტიურობა კუბაზე.




ერთხელ ჰემინგუეი დანიძლავდა რომ დაწერდა ექვსი სიტყვისგან შემდგარ მოთხრობას, რომელიც ნებისმიერ მკითხველს ააღელვებდა. მან ეს ნიძლავი მოიგო. 
აი რა დაწერა :"For sale: Baby shoes, never used"
ქართულად კი ასე ჟღერს: იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი. ჩაუცმელი.


სტენლი დეკსტერმა ჰემინგუეის აჩუქა კატა რომელსაც თათებზე 6 თითი ჰქონდა.მას თოვლის გუნდა ( Snowball ) დაარქვეს. მის ყველა შთამომავალს 6 თითი ჰქონდა.ჰემინგუეის სიკვდილის შემდეგ მის სახლში 57 ექვსთითა ცხოვრობდა. ჰემინგუეის სახლ-მუზეუმში კვლავ ცხოვრობენ კატები. რომლებზეც მუზეუმის პერსონალი ზრუნავს. ყოველი მათგანი ერნესტის ნაწარმოების გმირის სახელს ატარებს.


ერერნესტის გარდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მისმა მამამ, ძმამ ლესტერმა, დამ და შვილიშვილმა მარგომ. 

ჰემინგუეიმ გადაიტანა ხუთი ომი, ოთხი ავარია და ორი ავიაკატასტროფა.




თავის ბოლო წლებში მწერალი ვიქტორ ჰიუგო ცხოვრობდა პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელსაც მის სიცოცხლეშივე დაერქვა '' ვიქტორ ჰიუგოს გამზირი''. როდესაც ის წერილს გზავნიდა, უკანა მისამართზე აწერდა: ''მონსინიორ ვიქტორ ჰიუგო, მისივე გამზირზე პარიზში.



 ვიქტორ ჰიუგოს წიგნში „საბრალონი“ არის ერთი წინადადება, რომელიც 823 სიტყვისგან შედგება.




ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"? და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა.



''ახალგაზრდობაში უილიამ ფოლკნერი ფოსტალიონად მუშაობდა და სამსახურიდან იმის გამო გააძევეს, რომ ზოგჯერ ადრესატის მისამართის ძებნა ეზარებოდა და წერილებს ნაგვის ურნაში ყრიდა. ''

 ფოლკნერმა თავისივე საფლავის ეპითაპია თვითონვე მოიგონა : ის წერდა რომანებს და მოკვდა.


ონორე დე ბალზაკს ძალიან უყვარდა ყავა. დღეში 50 ჭიქა მაგარ ყავას სვამდა. მაშინ როდესაც ის ყავის ადუღებას ვერ ახერხებდა, მარცვლების მთელ მუჭას ღეჭავდა. უილიამ შექსპირი დაიბადა და გარდაიცვალა ერთი და იგივე დღეს. 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა და 52 წლის შემდეგ , 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა. ასევე 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალა მიგელ დე სერვანტესი.


ანტონ ჩეხოვი წერის დაწყებისას ყოველთვის კოსტუმს იცვამდა.



როდესაც გაბრიელ გარსია მარკესმა ''მარტოობის ასი წელის'' დაწერა ჩაიფიქრა, ის თითქმის 40 წლის იყო. ერთ დღესაც, როდესაც ოჯახთან ერთად მანქანით აკაპულკოსკენ მიემართებოდა. მარკესმა მანქანა გზიდან მოატრიალა და ოჯახი სახლში დაბრუნდა, რათა მას წერა დაეწყო. მარკესმა მიატოვა სამსახური. გაყიდა თავისი მანქანა და ფული ცოლს მისცა, რომ მას მოემარაგებინა მარკესი ქაღალდებით და სიგარეტით ყოველ დღე. მაგრამ რომანმა იმაზე მეტი დრო წაიღო, ვიდრე ის ვარაუდობდა, თვრამეტი თვის მანძილზე მარკესი ყოველდღე წერდა. ბოლოს ოჯახს იმდენი ვალი დაუგროვდა, რომ მარკესს რედაქციაში გასაგზავნი ფულიც არ ჰქონდა. ფული რომ ეშოვა მან თავისი ცოლის მიქსერი და ფენი გაყიდა. რაზეც მისი ცოლის რეაქცია ასეთი იყო: ''ისღა გვაკლია, რომანი ცუდი აღოჩნდეს.'' საბოლოოდ წიგნი არ გამოვიდა ''ცუდი''. მართალია თავიდან რამოდენიმე გამომცემლობამ დაიწუნა,მაგრამ გარისკა მხოლოდ ერთმა და წიგნი საერთაშორისო ბესტსელერი გახდა. დღესდღეობით წიგნის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლიარია გაყიდული. ნოველისტმა უილიამ კენედიმ კი "მარტოობის ასი წელი" ბიბლიის შემდეგ სრულიად კაცობრიობისთვის საჭირო და აუცილებელ წასაკითხად დაასახელა.


■პატი





Comments