კრიპტომერია (ფანტასმაგორია)




      მოხუც ჯეკს ყოველთვის უყვარდა ამბების მოყოლა, არც ეს დღე იყო გამონაკლისი. ჩვეულებრისამებრ ტავერნაში იჯდა და ლუდით გაჟღენთილი, თავის ამბავს ჰყვებოდა. როგორც ყოველთვის, მას ბაქიაობაში უთვლიდნენ თავის უჩვეულო ამბებს, თუმცა მხოლოდ მან იცოდა და მისმა ხალხმა, რომ ის არასოდეს იტყუეობოდა. ის მხოლოდ სიმართლეს ღაღადებდა, რადგან ყოველთვის სურდა მსოფლიოს სცოდნოდა მისი ლეგენდების შესახებ. იგი ფიქრობდა, რომ უბრალო მოკვდავებისგან განსხვავებით რაღაც დიადისთვის დაიბადა. და მართლცდა, ყოველთვის ისეთ თავგადასავლებში ამოჰყოფდა
თავს, მე პიტერი, მისი ბოცმანი, რომ არ შევსწერებოდი ამ უჩვეულო ამბიდან რამდენიმეს მაინც, თავადაც ყურს არ ვათხოვებდი მის მონათხრობებს. დაუნდობლადაც კი გავბედავდი და დავცინებდი კიდეც, მისი ასეთი თავხედური და გადამატებული რეალობის გადმოცემისათვის. გიჟადაც შევრაცხავდი, რაშიც ჩემს გვერდით მყოფნიც ამყვებოდნენ და შევარცხვენდით მას, რომ გაგვიბედა და მსგავსი სისულელეები მოგვიყვა. ის კი თავს დახრიდა და ისეთი მზერით გადმოგვხედავდა სუყველას, რომ ჩვენ, უგუნურნი, ამას სიმართლის გაბუქების დასტურად ჩავუთვლიდით, ხოლო დარწმუნებული ვარ, მისი მზერის მნიშვნელობა, მხოლოდ ერთ რამეს აღნიშნავდა: - „ თქვენ რა იცით უგუნურნო მე, რა გავიარე“. ბევრი რომ არ გავნაგრძო, ჩემი საყვარელი ისტორიის დაწერაზე გადავალ. რა თქმა უნდა, მთხრობელი თავად ჩემი კაპიტანი ჯეკი იქნება. მე მხოლოდ კალამს მოვიმარჯვებ და მის ისტორიას მივითვისებ, რადგან ადრე თუ გვიან, ნახავს ამ ჩანაწერს ვინმე და უეჭველად გადაიკითხავს, უბრალოდ არ ვიცი რამდენად ჭკვიანი ადამიანი იქნება და რამდენად დაიჯერებს ამბავს. მე როგორც ყოველთვის ფეხზე მდგარი, არცთუ ისე შორს მყოფი, ვუქცერდი ჯეკს. ხელში ლუდის ბოკალი მეჭირა და ვაკვირდებოდი მის თითოეულ მოძრაობას. მიყვარდა ფეხზე დამდგარს მისი ამბების მოსმენა. ყოველთვის ვაკვირდებოდი ამ ამბის მოყოლის პროცესს. მის შინაგან მღელვარებას და გადმოცემის უნარს, თუ როგორი მიმიკებით გადმოსცემდა, ყოველ ჯერზე ერთიდაიმავენაირად ამ ამბავს და ეს მსიამოვნებდა. ყოველთვის ველოდი რაღაც ახალს, თუმცა არასდროს ღალატობდა თავის ტრადიციებს და ამ ამბავს ყოველთვის ერთი მიმდინარეობის მიხედვით ხსნიდა. თითქოსდა შეისისლხორცაო და ფიზიკურად აღარ შეეძლო სხვანაირად გადმოეცა. ეს იყო რაღაც ზეადამიანური მოყოლა, როგორ უთვისებდა იმ გადატანილ ემოციას, მონაყოლის დროს გადმოცემისთვის საჭირო იმდროინდელ ემოციებს. ხშირად წამით დანაღვლიანდებოდა ხოლმე, რაც რთული შესამჩნევი იყო, მაგრამ მაინც ოსტატურად გამოსდიოდა ყოველთვის გადმოცემა. მასში იმდენ ემოციას დებდა, რომ გულჩვილ ადამინებს ყოველთვის მოსდიოდათ ცრემლი. მშიშრებს ყოველთვის ეშინიდათ და ზედმეტად თვითდაჯერებულებს ყოველთვის გამოუკრთოდათ სახის ნაკვთებზე გესლიანი ღიმილი. მე კი ამ ყველაფერს ვაკვირდები და გონებაში ვიმახსოვრებ, შემდეგ როგორც ამწამს ჩანაწერების სახით, ჩემს პირად ბლოკნოტში გადმოვიტან და საიმედოდ ვინახავ, რადგან ბობოქარ ზღვას გადაურჩეს ეს ჩალისგან დამზადებული ფურცლები და თაობიდან თაობას გადაეცეს ჩვენი დაუჯერებელი ისტორიები. ჯეკის მაგიდასთან სამი კაცი იჯდა, ხოლო ორი კაცი იქვე ფეხზე მდგომი შეჰყურებდა მას. მე რა თქმა უნდა არ შევდივარ მათ რიცხვში, რადგან მე ცოტა მოშორებით ვიდექი და ვაკვირდებოდი მათ, თუმცა მათი ხმა ჩემამდე დაუბრკოლებლად აღწევდა. როგორც ყოველთვის სანამ ჯეკი მოყოლას დაიწყებდა, თვალებით ჩემი ძებნა დაიწყო, როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეფეთნენ მან იმედიანად გამიღიმა, წინ მჯდომებს გადახედა და დაიწყო თხრობა... - მოგეხსენებათ მე პირატი ვარ, ბევრისთვის ცნობილია ჩემი დაუნდობელი ხასიათი, თუ როგორი სასტიკი ვარ, ჩემი მტრების მიმართ და ზუსტად ამით გავითქვი სახელი, არა მარტო ესპანეთში და იტალიაში არამედ უფრო შორსაც კი. ჩემი ერთ-ერთი პირატული მოგზაურობის დროს, მომიწია შავ ზღვაში გადახვეწა, რადგან იმდროისთვის პირატებზე დიდი ზეწოლა იყო, არამარტო ესპანეთი და იტალია არამედ სხვა დიდი ქვეყნებიც, ჩაერთვნენ პირატების განადგურების პროცესში და მეც გადარჩენის მიზნით. დარჩენილი მცირეოდენი ეკიპაჟით წავედი შავი ზღვისპირეთში, რა თქმა უნდა პატარა სამოგზაურო გემით, რადგან სხვა მხრივ სკარბოროს და სხვა მსგავს გემებს ვერ გადავურჩებოდით. შავი ზღვა არც ისე დიდი აღმოჩნდა ჩემთვის როგორიც წარმომედგინა, რადგან ვიცოდი მისი სიდიადის შესახებ. თუმცა ჩემთვის ჰომ ყველაფერი დიადი მცირეოდენი აღმოჩნდება, როდესაც მე ხელს მოვკიდებ. ასე მოგზაურბისას მივადექით ჩემი ოცკაციანი ეკიპაჟით ერთ ქალაქს. სიმართლე რომ გითხრათ, აქამდე ამ ქალაქის მსგავსი არაფერი არ მინახავს, მისმა სიდიადემ მომხიბლა. იმდენად ლამაზი ბუნება დაგვხვდა, რომ მისი სილამაზით მოვიხიბლე. - ჯეკმა ხმაში სინანული გაურია - ეჰ, რა მწვანე ტყეები, რა უზარმაზარი სალი კლდეები, რა კულტურა.. არა, ეს ქვეყანა რაღაც საოცრება იყო. - შემდეგ ისევ ჩადგა ტემპში და განაგრძო - როგორც შემდეგ ჩასვლისას გავარკვიეთ, თურმე საქართველოში მოხვდით, სახელდობრ ქალაქ აჭარაში. პორტში უპრობლემოდ შეგვიშვეს, რადგან ცოტა წესიერი ტანისამოსი ვიშოვეთ, რომლითაც ადვილად ვერ აღმოაჩენდნენ ჩვენში პირატებს. დაახლოებით სამი თვე დავყავით ქალაქში. იმდენად მოგვხიბლა იქაურობამ, რომ არცერთს არ გვიფიქრია წასვლაზე, სანამ არვიცი როგორ, მაგრამ ჩვენს შესახებ შეიტყვეს. ვიღაცას უცნია ჩემი ეკიპაჟი და ადგილობრივ გუბერნატორს შეატყობინა თუ ვინები ჩამოვიდნენ და მათზე რამდენია ჯილდო. რა თქმა უნდა, გუბერნატორმა ძებნა დაგვიწყო და ჩვენც მოგვიწია მთებში გადახვეწა, რადგან გემი ოცდაოთხსაათიანი თვალთვალის ქვეშ მოაქციეს, ხოლო ის ადამიანები რომლებიც გემში იყვნენ და არამარტო გემში, ისე ტავერნაში ან ქუჩაში იცნეს, ხელთ ჩაიგდეს ყველა და დააპატიმრეს. გული დამწყდა როდესაც ბედმა ასე გაგვწირა და იძულებით მოგვიწია გაქცევა. ხუთი კაცი შემოვრჩით, ყველას ერთი იარაღი გვქონდა თან და ვაზნები კიდევ ძაან ცოტა, საგზალი კიდევ ორი დღის საჭმლის მარაგით. ფული თითქმის აღარ გვქონდა, რაღაც გროშებიღა შემოგვრჩა. დაახლოებით ორი თვე გავძელით პარტიზანული ცხოვრებით. რაც დრო გადიოდა მით უფრო გვიჭირდა რადგან, ჩვენი ყაჩაღობის შესახებ ხმები მალე ვრცელდებოდა და მით უფრო იმატებდა, საპატრულო შემოვლები ტყეებში, ამიტომ გვიწევდა ყოველ მეორე მესამე დღეს ადგილის შეცვლა. ამ დროითვის კიდევ შემოდგომამაც შემოგვაპარა თავისი ცივი ნიავი, ზაფხულს შეჩვეულებს უფრო გვიჭირდა სიცივესთან ბრძოლა. ისევ ხუთნი ვიყავით, არცერთს არ გამოუჩენია სისუსტე და არცერთი არ მომკვდარა, ამაში გვიმართლებდა. ყველა მებრძოლი სულის მქონეები ვიყავით და გადარჩენისთვის ყველაფერს ვაკეთებდით. სოფლებში ვერ შევდიოდით, რადგან იმდენად იყვენენ ინფორმირებულნი, რომ ვერ ვბედავდით შესვლას, რადგან ეს სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ბოლოს არ ვიცი როგორ, მაგრამ ორი თვის პარტიზანული ცხოვრების შემდეგ, როგორღაც მოგვეცა ამოსუნთქვის საშუალება. გადაღლილებს ამდენი წვრილ-წვრილი ბრძოლებისგან, თითქმის ერთი კვირა აღარავინ შემოგვეგება და მხოლოდ ტყის ბინადრებით ვახერხებდით დანაყრებას, რაც საკმარისზე მეტიც კი იყო იმ პერიოდისთვის. ვხვდებოდით, რომ ნელ-ნელა ცივილიზაციას ვცილდებოდით და შესაძლოა სხვა ქვეყნის საზღვრისკენაც მივდიოდით, თუმცა ვცდებოდით, რადგან ჩვენ მხოლოდ მიტოვებულ ადგილს ვუახლვოდებოდით, როგორც შემდეგ გავარკვიეთ. თანმიმდევრობას არ დავარღვევ, ამიტომ არ გეტყვით, თუ სად ამოვყავით თავი. ერთ დღესაც, როდესაც რამდენიმე ტყვიაღა შემოგვრჩა და საჭმელი თითქმის აღარ გვქონდა, შიშველ მინდორში ამოვყავით თავი. ჩვენდა გასაკვირად, შევნიშნეთ თვალუწვდენელი კედელი, რომელსაც დიდი ხის ჭიშკარი ჰქონდა და დიდი გალავანი. იმწამსვე ხეებს შევაფარეთ თავი და იარაღი მოვიმარჯვეთ. შუბები გვქონდა გაკეთებული და ორი ცალი ხმალი, მხოლოდ მე და ბოცმანს გვქონდა იარაღი, ისიც მხოლოდ ჩემი იყო ტყვიებით სავსე. იარაღს არ ვხმარობდით, მხოლოდ ხმლით და შუბით ვირჩენდით თავს. ჭიშკარი ღია იყო, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, მცველები ვერსაც შევნიშნეთ, მეტისმეტი სიწყნარე იყო, ამიტომ დაცდა ვარჩიეთ. გადავწყვიტეთ დაღამებისას ორი კაცი დასაზვერვად გაგვეშვა. დაღამდა. ორი კაცი გავუშვი დასაზვერვად, ისენი მალევე მოვიდნენ ცნობით, რომელმაც გაგვაკვირვა. იქ მისულთ, არავინ დახვედრიათ, ადამიანის ჭაჭანება არ არის და არც არანაირი ხმაური არ ისმოდა შიგნიდან. ამიტომ ვარჩიეთ გათენებისთანავე შესვლა ქალაქში. ეტყობოდა დიდი ქალაქი მიტოვებული იყო. ჩვენც იმედი მოგვეცა, იქნებ რამე სასარგებლო გვეშოვა. რა თქმა უნდა, იმ ღამით მარტო მე არ მეძინა. ვღელავდი იმაზე თუ რა უნდა დაგხვედროდა იქ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. როგორცკი ირიჟრაჟა, გავაღვიძე ყველა და გავემზადეთ ქალაქში შესასვლელად. ღამის უხივადობამ დილის ხილვადობისას შეგვძრა. სანახავმა მოლოდინს გადააჭარბა. ჯერ კიდევ ჭიშკართან ახლოს მისულებმა, ერთმანეთს ცოტა არ იყოს შიშით გადავხედეთ, ეს ის შემთხვევა იყო, რომ ბავშვობის მერე შიში არ მიგრძვნია, რადგან ღია ჭიშკარზე ვეებერთელა ნაკაწრები შევნიშნეთ. ეს არ გავდა დათვის ან რომელიმე სხვა ნადირის ნაკაწრს ეს უფრო რაღაც დიდის, უშველებელის იყო. ჩემმა ბოცმანმა იკითხა: „ ღირს ნამდვილად იქ შესვლა?“ მე უმალ გადავხედე სუყველას, ისინი მშივრები, დაღლილები და ცოტა შეშინებულები იყვნენ. მე, როგორც მათმა კაპიტანმა სიმხნევე მოვიკრიბე და განვუცხადე:“ რაც არ უნდა დაგვხვდეს შიგნით, ის კარგა ხნის მკვდარი იქნება. ადრე თუ გვიან მაინც დავიხოცებით, ჰოდა სჯობს გმირულად ბრძოლაში დავიხოცოთ, ვიდრე ლაჩრულად ტყეში ამოგხვდეს სული“. ისენი შეძახილებით შეეგებნენ ჩემს სიტყვას და ჩვენც მეტი მონდომებით შევადგით ფეხი. - აი აქ შეჩერდა ჯეკი, თითქოს პირი გაუშრაო, თვალებით მოძებნა მისი სასმისი, მარცხენა ხელით დაწვდა ჭიქას, ერთმოსმაში მთლიანად დაცალა, შემდეგ მეორე მოითხოვა, ამასობაში გაკვირვებისგან სახტად დარჩა, რადგან იმდენად გაერთო მოყოლით, რომ ვერ შენიშნა როგორ მომატებოდნენ მსმენელები და ამან ცოტა არ იყოს გუნება წაუხალისა და მეტი სიმხნევით გადაწყვიტა ყველაზე საინტერესო მომენტის დაწყება. ერთი თავისებურად, როგორც ამდროს იცოდა ხოლმე, ამოისუნთქა, სახის ნაკვთები დაალაგა, დასერიოზულდა და განაგრძო - რაც უფრო შიგნით შევდიოდით, მით უფრო გვიძნელდებოდა სიარული. თავიდანვე შესასვლელში: სახლებს სიძველისგან ბზარები გასჩენოდა და ზოგი დანგრეულიყო კიდეც, ზოგს კიდევ ბუნება შერწყმოდა და რაღაც გაურკვეველი სილამაზე გამოკვეთილიყო. უბრალოდ ამ ყველაფერს ერთი რამ ამახინჯებდა, ნაკაწრები... ყველა შენობას ჰქონდა სხვადასხვა ზომის ხაზები, ზოგი ვერტიკალური, ზოგიც ჰორიზონტალური და ზოგიც დახრილი, ხანდახან ოვალურსაც წავაწყდებოდით. ეს ყველაფერი გვაშინებდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ოდითგან უზარმაზარი მგლების ხროვა შემოესია ამ ქალაქს და ყველა მაცხოვრებელი მოეკლათ და შეეჭამათ. აქა-იქ ადამიანის ჩონჩხებიც ეყარა. ქუჩები დამსგავსებოდა რაღაც უკაცრიელ უდაბნოს, არცისე სივიწროვე იყო, შენობები ერთმანეთისგან მოშორებით იყო აშენებული. ეტყობოდა რომ სტრატეგიულად იყო ყველა შენობა დაგეგმარებული, თუმცა ეხლა მხოლოდ ბუნებასთან ნაზავი, დაკაწრული შენობებიღა შემორჩენოდა ამ ქალაქს. მისი სიდიადე უდაბნოდ ქცეულიყო. რაც უფრო შორს შევდიოდით, მით უფრო ვიძაბებოდით. ზოგან ქუჩებშივე იყო ამოსული ხეები, რომელთა გვერდის ავლაც გვიწევდა. დარწმუნებული ვარ ეს ქალაქი ძალიან ლამაზი იქნებოდა, ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც ის ყვაოდა. ამ ფიქრებმა ცოტა არ იყოს ყურადღება გადამატანინეს და მომადუნეს, სიფხიზლე დამაკარგვინეს და უნებლიეთ ფეხიც წამოვკარი, ერთ-ერთი ხის ფესვს. საბედნიეროდ არ წავქცეულვარ, თუმცა მოვასწარი ხის ზედაპირზე შემაგრება. უნებურად მარჯვნივ გავიხედე და შევამჩნიე, პატარა ჩონჩხი, სავარაუდოდ ბავშვის იქნებოდა, როგორ გადმოკიდებულიყო ფანჯრის ნიშაში და უმოწყალოდ ძირს დაეხარა თავისი აწ უკვე გამოუყენებელი თავისქალა. ცოტა არ იყოს სინანულმა გამიელვა გულში. გავიფიქრე კიდევაც, „ ნეტავ რა უნდა მომხდარიყო აქ“ თუმცა დარწმუნებული ვარ არამარტო მე ვფიქრობდი ამგვარად. გზა გავნაგრძეთ. დიდ სასახლეს მივადექით, რომელიც ბუნებას მიესაკუთრებინა, ეტყბოდა ნაგებობას, რომ ძალზე ლამაზი იქნებოდა, ქალაქს უსათუოდ დაამშვენებედა მისი სილამაზე, თუმცა ეხლა მხოლოდ წარსულის აჩრდილს დამსგავსებოდა. სასახლეს რომ გავცდით, ჩვენ წინ ხშირი ტყე გადაიშალა. გაგვაკვირვა ამან. ვიფიქრეთ ეტყობოდა მეფეს თავის სასახლის უკან ტყე არ გაუჩეხავს, რადგან შემდეგ ენადირა-თქო და სავარაუდოდ მართალიც გამოვდექით. ფრთხილად შევედით ტყეში. იქაც იგივე სიტუაცია დაგხვდა. იქაურობა ნაკაწრებით იყო სავსე, არც-ერთი ხე არ იყო მთელი, ყველას პატარაზე მაინც ჰქონდა ნაკაწრი. ჩვენი შიში ნელ-ნელა უფრო მძლავრდებოდა რადგან ვგრძნობდით, რომ ზუსტად ამ ტყის იქით იქნებოდა პასუხები... დიდიხანი არ გვივლია მივადექით აღმართს. ავიარეთ, ჩვენს წინ გადმოიშალა პატარა სოფელი, სადაც ჩვენდა გასაკვირვად ხალხი ცხოვრობდა. იქაურობას ეტყობოდა რომ, სახლები ქალაქის დანგრევის შემდეგ იყო აშენებული, რაგან პრიმიტიულად და უშნოდ იყო გაკეთებული, რაც დიდი ქალაქის სიდიადესთან ვერც კი მივიდოდა. შორიდანვე დავუწყეთ თვალთვალი, რადგან უკეთ შეგვესწავლა ისინი, მაგრამ გაგვაკვირვა მათმა ჩაცმულობამ. ამ მოგზაურობაში უკვე დაბინდდა. ყველა რაღაცას ფუსფუსებდა ვისაც კი თვალი მოვკარით. ხოლო ყველას თითქმის ერთნაირად, ხისგან გაკეთებული, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ, მაგრამ ტანსაცმელი ეცვა. - ჯეკმა შეამჩნია მისთვის კარგად ნაცნობი, იჭვნეული სახეები და უფრო დამაჯერებლად განაგრძო - განგიმარტავთ ისე, რომ არ დავარღვიო თანმიმდევრობა. აბჯრები შემოელიათ და ამიტომ ყველას ისეთი ხის ტანსაცმელი გამოეთალა, რომ რაღაცისგან ან ვიღაცისგან თავი დაეცვათ. ამან ცოტა არ იყოს დაგვაბნია, მაგრამ გავრისკეთ და პირდაპირ გამოვეცხადეთ იქ მყოფთ, არანაირი სიფრთხილე, რადგან გულში ვგრძნობდი ეგენი არ იყვნენ ჩვენი მთავარი მტრები. მტერი ის იყო, ვისგანაც ესენი თავს იცავდნენ. როგორც კი შორიდან მომავალი ხუთი ადამიანი შენიშნეს, ყველამ მზერა ჩვენზე გადმოიტანა. უმალვე გადაძახილები დაიწყო და სხვებიც შემოუერთდნენ მათ. მთელი სოფელი გამოვიდა, დაახლოებით ორმოცდაათამდე ადამიანი თუ იქნებოდა. მათში მეტწილად კაცები იყვნენ. მოხუცი ორი თუ სამი იყო და ბავშვები კი საერთოდ არ იყვნენ, რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა. როდესაც მათ მივუახლოვდით ყველაზე უხუცესმა ითავა ვალდებულება და პირველმა მოგვმართა კითხვით: - დიდიხანია ამ ადგილებში სტუმარი არ მოსულა, რამ მოგიყვანათ აქ? ვინ ხართ? რა თქმა უნდა, მე ავიღე საუბრის ვალდებულება. ამ სამ თვეში შევისწავლე მათი ენა და საუბარი არ გამჭირვებია. მე ვუპასუხე: - მე ჯეკი მქვია, ჩვენ ერთი უგზოუკლოდ დაკარგული ხალხი ვართ და მშიერ-მწყურვალი. მოხუცმა ალმაცერად გადმომხედა, შემდეგ აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩემ გვერდით მყოფნიც და თქვა: - გეტყობათ ყაჩაღები ხართ. თუმცა ჩემთვის არანარი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვიცით სტუმრის პატივისცემა, მაგრამ სანამ ჯერ კიდევ დრო გაქვთ, გაეცალეთ აქაურობას. ეს ადგილი დაწყევლილია და თქვენ ვერც ერთი ვერ გადარჩებით თუ აქ გაჩერდებით. - ეს ნაკაწრები საიდან? - ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. - წამოდით ჩემთან სახლში შევიდეთ და იქ მოგიყვებით ყველაფერს. დაახლოებით ნახევარ საათში, როცა სუყველა დავნაყრდით, მასპინძლის მართალია ღარიბული საჭმლით, მაგრამ მაინც გემრიელით, შემდეგ უკვე მზად ვიყავით მოსასმენად. მან ერთმწკრივად დაგვსვა ყველა, მხოლოდ ბოცმანი იდგა ფეხზე და დაიწყო მოყოლა: - სანამ აქამდე მოხვიდოდით, ალბად შეამჩნევდით ქალაქს, ამ ქალაქს ოდითგან ერქვა კრიპტომერია. ის ყოველთვის საკუთარ თავს თვითონ ინახავდა, ამიტომ მეფისგან დამოუკიდებულად ცხოვრობდა ქალაქი. თავისი მეფეც ჰყავდა არჩეული სახელად ნიკოლოზი. ის ახალგაზრდა ჭაბუკი, ქარიზმატული პიროვნება იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა მას მემკვიდრეობით ერგო ტახტი, თუმცა სანამ მაგას გეტყოდე, ჯერ გეტყვი რატომ ეწოდა ეს სახელი აქაურობას. როდესაც დიდი მთავარსარდალი ერეკლე მოადგა აქაურობას თავისი ხალხით. აქაური სტრატეგიული ადგილები მოეწონა მაგრად, გადაწვიტა აქ დაეარსებინა თავისი სამფლობელო. როცა ტერიტორია გაფართოვდა და თავისი ვაჟკაცობით სახელიც გაითქვა, მას ერთ-ერთმა აზნაურმა აჩუქა ერთი დატვირთული ურემი, რომელშიც კრიპტომერიის იაპონური წარმოშობის ხის თესლები იყო. ნუ გადაყრას დარგვა არჩია, რადგან აქ სულ ველი იყო. იმდენი მოახერხა დაბერებისას აქ იმპერია აყვავდა. მან ააღორძინა აქაურობა. ხოლო ნიკოლოზი მისი შვილთაშვილია. ასე დაერქვა კრიპტომერია აქაურობას. დაახლოებით ოცი წლის წინ, როცა მეფე დავით აღმაშენებელი უკვე რამდენიმე წლის გამეფებული იყო, მას მოეწონა ნიკოლოზის სივაჟკაცე და მიიპატიჟა თავისთან სასახლეში, ისიც უმალ მივიდა და რამდენიმე დღე ქალაქში ყოფნის შედეგად იქ გადაეყარა ერთ ლამაზმანს, რომელიც მერე, როგორც გაირკვა დავით აღმაშენებლის მთავარსარდლის და ყოფილა. მეფემ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მათ ექორწინათ. გახარებული ნიკოლოზი ჩამოვიდა თავის სამფლობელოში. ყველას აუწყა ეს ამბავი და დიდი სუფრის გაშლას დაჰპირდა თავის ხალხს, ხოლო ვინც ვერ მოახერხებდა მოსვლას თავისი ქორწილის დღეს დაურიგებდა პურს და ხორბალს. მთელი ქალაქი სიხარულს მოეცვა, ყველას უხაროდა და ყველა ხარობდა. გარდა ორი ადმაიანისა. დედა და შვილი. შვილს უყვარდა ბავშვობიდან ნიკოლოზი და მასზე გათხოვებას ლამობდა. ის ულამაზესი იყო, მაგრამ მისი გლეხური ტანსაცმელი მუდამ ჩრდილავდა ნიკოლოზის თვალში მას და ეს გულს უთანაღრებდა. ნელ-ნელა ეს გულისტკივილი წყენაში გადაიზარდა, წყენა შურში, შური კი ბოღმაში, ხოლო ბოღმამ კი გააბოროტა და ცდილბოდა ყველანაირი ცუდი ხრიკებით მოეგო ნიკოლოზის გული. თუმცა ვერასდროს ახერხებდა, ვერც თავისი ვერაგობა შველოდა. ბოლოს შავ მაგიაზეც გადავიდა. დედამისი ჯადოქრობით იყო ცნობილი და მანაც ისწავლა დედისგან რაღაცები. როდესაც მოვიდა ქორწილის დღე, ნიკოლოზს ამ ავსულის დედა განზრახ შემოხვდა გზაზე და სთხოვა გადაეფიქრებინა დაქორწინება და თავისი შვილი მოეყვანა.ნიკოლოზმა რა თქმა უნდა უარით გაისტუმრა. ერთი კვირით ადრე გააფრთხილეს, რომ მეფე ვერ ჩამოვიდოდა მის ქორწილში და ქორწილი არ გადაედოთ. მათაც შეასრულეს მეფის ნება და დათქმულ დროს ქორწილი გადაიხადეს. რამდენიმე წუთით ადრე სანამ დაიწყებოდა ნეფე-პატარძლის შეუღლება, მე როგორც ყოველთვის, ნიკოლოზს არ მოვშორებივარ გვერდიდან. თავისი ოთახიდან გამოსულს დავინახე დერეფანში როგორ შეეგება ვიღაც ყმაწვილქალი. მე შეუმჩნევლად ვიდექი რა თქმა უნდა, რადგან ნიკოლოზის პირადი დაცვა ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი თვალში არავის მოვხვედროდი. გავიგონე როგორ ეხვეწებოდა ქორწილზე უარის თქმას და მის მოყვანას ეს ყმაწვილქალი, თუმცა ამაო იყო მისი მცდელობა. ნიკოლოზმა ეს აბეზარი ბოლოს უხეში, მკაცრი სიტყვით მოიცილა და ქალმა ტირილი დაიწყო. უთქმელად გავარდა გარეთ. ნიკოლოზმა მთხოვა გავყოლოდი, რომ რამე არ მოეწია საკუთარი თავისთვის, რადან მსგავს შემთხვევებში, თვითმკვლელობით ასრულებენ მანდილოსნები სიცოცხლეს. მეც გავყევი, კარგა შორი მანძილით მომშორდა, მაგრამ თვალსაწიერიდან მაინც არ დამიკარგავს. შევატყვე როგორ ჩაიმუხლა, მეც არ ვიჩქარე და სვლა შევანელე. მინდოდა მივსულვიყავი და სიტყვით დამემშვიდებინა. მივდიოდი და გვერდულად ჩამუხლულ გოგოს ვუყურებდი. დავინახე როგორ აიღო მიწიდან პატარა ხის ნაგლეჯი და ხატვა დაიწყო მიწაზე. შევჩერდი, არ მინდოდა ხელი შემეშალა, ვიფიქრე ალბათ ამით გულს აყოლებს-თქო, მაგრამ მაინც ინტერესის გამო არ გავეცალე იქაურობას. დავაკვირდი მიწაზე ნახაზს და მასში ჩვენი ქალაქი ამოვიცანი. შემდეგ შევატყვე როგორ მორჩა ხაზვას, ჯოხი გადააგდო და თვალები დახუჭა, რაღაც არაადამიანურ ენაზე ამეტყველდა, ჩვენ ენას საერთოდ რომ არ ჰგავდა, არ ვიცი რა ბნელი ძალები მოიხმო, მაგრამ ხმაც შეეცვალა და ლაპარაკიდან ყვირილზე გადავიდა, თან თვალებს არ ახელდა. ცოტა არ იყოს შევშინდი, უნებლიეთ ხმლისკენ წავიღე ხელი, არ ვიცოდი რა მექნა და როდესაც ახლოს მისვლა დავაპირე თითქოს იგრზნო. გამომხედა და იქვე გამყინა, იმდენად ცივი და მხეცური გამოხედვა იყო. ადგილზე გავქვავდი და ვეღარ გავინძერი. შემდეგ ხელები მიადო ერთმანეთს, ხელის გულები მოკეცა ისე, რომ შიგნით ადგილი დარჩენოდა, მერე თითქოს უხილავი სითხე შეისრუტაო ხელისგულებიდან და პირდაპირ მიწაზე დახატულს მთელი ძალით, სულის შებერვა დაუწყო. დაახლოებით სამი წამი მაინც მოუნდა. როგორცკი გაჩერდა გული წაუვიდა და დაეცა. მე განვთავისუფლდი ჯადოსგან, უმალ მივირბინე მასთან და გავოგნდი როდესაც ის მკვდარი დამხვდა. ამასობაში კი შევნიშნე, რომ ჩვენ ქალაქს ცოტა გამოვცდით. შემაღლებული ადგილი იყო, ამიტომ ქალაქი სრულყოფილად თუ არა ნაწილობრივ მაინც მოჩანდა. არ ვიცი რამოხდა, მაგრამ გაისმა საშინელი, ყვირილ -წივილის ხმა. მას მოჰყვა გმინვა, არეულობა და საზარელი მსხვრევის ხმა. დაფეთებული წამს გონს ვერ მოვედი, თუმცა ვხედავდი ადგილ-ადგილ როგორ ეცემოდა შენობის ნაწილები, თითქოს ვიღაცამ ხმლით ჩამოაჭრა და ჩამოვარდაო. უმალ გავიქეცი ქალაქში. როდესაც სასახლეს მივუახლოვდი, ვნახე ხალხი როგორ მიმორბოდა აქეთ-იქით. უმალ ავირბინე სასახლეში და დარბაზში, რომელშიც სუფრა იყო გაშლილი, დავინახე ყველა მკვდარი იყო. ტახტთან ეგდო ნეფე-პატარძლის გვამი. იქაურობა სისხლის გუბეში იყო. ჩემს დაბნეულობას საზღვარი არ ჰქონდა, ვერ მივხვდი რა მოხდა. ფანჯარა გაიღო და იქიდან ქარი შემოვარდა, ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ გადამაგდო და მიმანარცხა კედელზე, გონება დავკარგე. როდესაც გამოვფხიზლდი შევნიშნე, რომ აბჯარზე დიდი ნაკაწრი მქონდა. გამიმართლა იმ დღეს. შემდეგ გადარჩენილ ხალხს მამობა გავუწიე, როდესაც გავიზიარეთ თუ რამ დახოცა ამდენი ხალხი, ქალაქიდან გაქცევა ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ისეთი ქარი ამოვარდა, ტყეს შევაფარეთ თავი. ამ ამბის შემდეგ აქ ვცხოვრობთ. არ ვიცი რა ჯადო გააკეთა იმ ალქაჯმა, მაგრამ ქარი იმდენად ძლიერია, რომ არამარტო კანის, არამედ ხის და ქვის გაჭრაც შეუძლია. როცა ქარი ქრის ყველანი ვიმალებით, მაგრამ საბედნიეროდ, აქ ხეების გამო ძლიერი ქარი არასდროსაა, თუმცა ყოველთვიურად მაინც იღუპება ხალხი. იმდენად დავსუსტდით, რომ ქალები შვილებს აღარ აჩენენ, რადგან არ უნდათ შვილები დააობლონ ნაადრევად ან პირიქით მათ დამარხონ ბავშვები. ჩვენთან კიდევ ყველა საჭირო ნივთი არ მოგვეპოვება, ამიტომ ეს აბჯრის მსგავსი ტანისამოსი ხისგან გავიკეთეთ და ყოველდღე ორი-სამი საათით შევდივართ ქალაქში და მოგვაქვს მხოლოდ ის აუცილებელი რამ, რაც საჭიროა. თქვენ გაგიმართლათ, რომ მზიანი ამინდია, თორემ ქარს ვერ გადაურჩებოდით. - მოხუცმა დაასრულა და დაგვიცადა ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა. ამ ხნის განმავლობაში მგზნებარედ და ენერგიულად ჰყვებოდა ამ ისტორიას, ჩვენც გულისყურით ვუსმენდით, მაგრამ როგორცკი დაასრულა სუყველას სიცილი აგვიტყდა. არცერთმა არ დავიჯერეთ ეს გამოგონილი ისტორია და ერთ-ერთმა თქვა: - რა ზღაპრებს გვიყვებით. წავალ იქ სადაც მეფეები თავის ფეხით მიდიან. - თქვა და წამოდგა. მოხუცს მწარედ ჩაეღიმა, სინანულნარევი თვალებით გადმოგვხედა და წამოდგა, კარებთან გადაეღობა ჩემიანს, არ აპირებდა მის გაშვებას: - გთხოვ არ წახვიდე, შებინდებულია და ქარი საცაა უკვე ამოვარდება, საშიშია გასვლა. ჩემმა პირატმა არ დაუჯერა მას, უხეშად ხელი ჰკრა და გავიდა გარეთ. მე მას გავყევი, რადგან ვიცოდი მისი ხასიათები და არ მინდოდა ვინმესთვის რამე დაეშავებინა, სხვებს კი დარჩენა ვანიშნე ხელით. როგორცკი კიბეს გასცდა მიუახლოვდა პირველსავე ხეს და ბაკის დაცლას შეუდგა. უცებ პატარა ნიავი ამოვარდა და ვნახე როგორ მოწყვეტით დაეშვა ძირს ჩემს წინ მდგომი. თავიდან ვერ მიხვდი რამოხდა, მივუახლოვდი გადმოვატრიალე და შევნიშნე ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მოხუცმა დაიყვირა: - აი ჰომ ვამბობდი?! დროზე შემოდით სანამ გვიანი არ არის.! იმწამსვე მოვისაზრე, რომ ეს დივერსია იყო და იარაღი ამოვიღე, მოხუცს დავუმიზნე და შიგ გულში ვესროლე. სროლის ხმაზე გამოცვივდნენ ჩემი პირატები და სხვა მცხოვრებლებიც. მე მათი მიმართულებით დავიწყე სროლა და თან დავიყვირე: - გავიქცეთ ხაფანგია, ჩვენი დახოცვა უნდათ. ოთხი კაცი მივრბოდით, მაგრამ გვიკვირდა, როგორ არავინ გამოგვეკიდა, თუმცა მაინც არ გავჩერებულვართ. ტყეს რომ გავცდით და ქალაქში ამოვყავით თავი, ყველანი შესასვენებლად გავჩერდით. მძიმედ ვსუნთქავდი, პირი ბოლომდე გავაღე, რომ ჰაერი კარგად შემესრუტა. უცბად ქარი ამოვარდა და ჩემს გვერდით მდგომი ძირს დაეცა. თავზარი დამეცა, როცა შევამჩნიე, რომ მთლიანი ტანი ცერად გაჭრილი ჰქონდა. თან ისე ღრმად, რომ ნაწლავებიც უჩანდა. - წამით შეჩერდა, ნაღვლიანად ამოიოხრა - ამ მის ქმედებაში იგრძნობოდა პირატისადმი უსაზღვრო სინანული. - ჯეკმა გადახედა იქ მყოფთ და როდესაც შენიშნა მათი ხარბი თვალები, მისკენ იყო მომზირული უმალვე განაგრძო - შეშფოთებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ და კიდევ ერთხელ ამოვარდა ქარი. იმავ წამს ვიგრძენი საშინელი ტკივილი, მას მოჰყვა წვა. მაისურზე დავიხედე, შევამჩნიე მარჯვენა მკერდიდან ნეკნების ბოლომდე როგორ ვიყავი გაჭრილი, სისხლი მომდიოდა. გაოგნებულმა გადავხედე ჩემიანებს, შემდეგ მაისური გავიხადე და ბიჭები დამეხმარნენ გადახვევაში. ამ პროცესში ბოცმანმა უცებ დაიღრიალა და რომ ვკითხეთ რამოხდა, მან ფეხზე დაიხედა. ბარძაყთან არცისე დიდი ჭრილობა ჰქონდა. აი, უკვე სამივე მივხვდით თუ რახდებოდა სინამდვილეში, რომ მოხუცი მართალი იყო და ტყუილად მოვკალი, რომ ჩვენი დაუდევრობით აღმოვჩნდით ამ დღეში და მხოლოდ ერთი რამღა დაგვჩა გასაკეთებელი, იმისთვის, რომ გადავრჩენილვიყავით, უნდა გავქცეულვიყავით... - ჯეკი გაჩუმდა და იქაურებს გადახედა. ყველა დუმდა. თითქოს ელოდებოდნენ ამბის დასასრულს. მაგრამ მან აღარაფერი დააყოლა და უმალ ჰკითხეს: - მერე რამოხდა? როგორ გადარჩით? აი ეს მომენტი მიყვარდა ყველაზე მეტად. მოხუცმა თვალები დახუჭა, პიჯაკი გაიხადა ყველა სახტად დარჩა, როდესაც დიდი შრამი დაინახეს, ზუსტად ისეთი როგორიც მან აღწერა. შემდეგ აქამდე დამალული მარჯვენა ხელი ამოწია, სადაც ხელის მტევნების მაგივრად კაუჭი იყო და წყნარი რბილი ხმით თქვა: - იმ ღამეს განგებამ გადაგვარჩინა, თუმცა სანაცვლოდაც წაგვართვა სხეულის ნაწილები და კიდევ ერთი კაცი. მხოლოდ მე და ბოცმანი გადავრჩით. თხრობა დაასრულა და დადუმდა. მაგრამ რა საზარელი ვართ ეს ადამიანები, როგორც ყოველთვის ყველამ ხარხარი ატეხა. ყველა მისი მიმართულებით ხუმრობდა და უქებდა ასეთ ფანტაზიით დაჯილდოებულ გონებას. მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით, რომ ეს სიმართლე იყო და მხოლოდ აი ეხლაღა შევამჩნიე მისი სახის ნაკვთებზე რაღაც ახალი, მან ისე გაიღიმა როგორც იმ დღეს მოხუცმა...
ჩანაწერი 453.
ლევან რამაზაშვილი


Comments