სიყვარული







მე რომ მოვკვდე ჩემი ქმარი ცაში დაიწყებს ყურებას და იფიქრებს,რომ ვარსკვლავებში არ ვარ. რომ არ ვარ არსად და როგორც იქნა დავიკარგე სამყაროში.. რომ აწი აღარ შეაწუხებს ჩემი თვალების ლურჯი ცა.. რომ აწი აღარ შეაწუხებს ჩემი უჟმური სევდა.. და შეძლებს მოიყვანოს სხვა ქალი, უფრო კეთილი,უფრო ლამაზი და იცხოვროს ბედნიერად.. მაგრამ მე არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს და ვწევარ მის მარჯვენა მკლავზე რომელზეც შეიძლება დაეტიოს მთელი დედამიწა რადგან ის არის ძალიან კეთილი,როგორც ღმერთი მას შეუძლია თავის ქონება დაურიგოს ღარიბებს და მარტო დაწვეს მზის ქვეშ და იყოს ფეხშველა და არ იდარდოს და იყოს მწყურვალი და არ შეწუხდეს და არვყავდე მე და არ მოიწყენს და არ დაიწყოს ვარსკვლავებში ჩემი ძებნა.. და პირიქით,რომ მოხდეს მე ალბათ მთელ დედამიწას შემოვივლი ფეხით, ყველა ხესთან მივალ,ყველა ყვავილთან და ვკითხავ ხომ არ გინახავთ ჩემი ადამიანი? ❤ ხომ არ გინახავთ მზე? მე რომ არ დავწვე მის მარჯვენა მკლავზე დავწვები მარცხენაზე და დავიწყებ ცაში ყურებას და ვარსკვლავებს ვკითხავ როგორია ცალმხრივი სიყვარული? როცა შენ არსად ხარ და ის ყველაფერშია. როცა იღიმი და მის სულში ყველა^ ფერს ხედავ ვკითხავ ვარსკვლავებს რას ნიშნავს,როცა არ ხარ სხვა ადამიანის სამყაროში...



დადუნა ნადარაია




Comments