ნაწყვეტები მარი სიბოშვილის მოთხრობიდან "აჩრდილის ამბორი"

ნაწყვეტები მარი სიბოშვილის მოთხრობიდან "აჩრდილის ამბორი"


"შენ მაინც არ სუნთქავ. ხშირად მიფიქრია სიკვდილზე, მსიამოვნებდა იმაზე ფიქრი,რომ უჩემობა გაგიჭირდებოდა და დაიტანჯებოდი. მაგრამ შენ დამასწარი... მე სიკვდილზე ფიქრს გადავეჩვიე,მაგრამ შენ მაინც არ სუნთქავ. წახვედი და დამივიწყე ისე,თითქოს არც არასდროს ვყოფილვარ. გარეთ გავდიოდი და ვგრძნონდი, რომ აღარ მომყვებოდა ის მზერა,რომელსაც ადრე არც კი ვიმჩნევდი. გთხოვ დამიბრუნდი, გპირდები მოვაბრუნებ თავს. იცი? სხვები ისევ ისე მაყოლებენ ყურადღების თვალებს,როგორც უწინ,მაგრამ მე მხოლოდ იმ მზერას ვეძებ, რომლითაც ადრე მხოლოდ თავს ვიწონებდი. "

"-წერილი მეის.
შავი დროშასავით გადაეფარა ჩემს თვალებს სიბნელე. მისი სახე კი იმ სიბნელეშიც არ მასვენებდა. მე ვარ ელი. ქალი,რომელიც ბედნიერების ძიებას შეეწირა. ქალი,რომელსაც სარკის იდუმალება იბყრობდა. ქალი, რომლის ლამაზი სახეც ერთ დღეში დაიფერფლა. ელი,რომელიც თავისმა სიყვარულმა გიჟად აქცია. მე არ ვიმსახურებდი ამ ცივ კედლებს. ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი მაშინ,როცა ადამიანს ვენდე. გენდეთ, დახმარება და ჩემი სიყვარულისგან შველა გთხოვეთ, თქვენ კი რა ქენით ? მომიშორეთ. დამაცილეთ ჩემს სიყვარულის ნაყოფს. მეი,ძალიან მიყვარხარ. მე შენ ამ გრძნობით გაწუხებდი. შენ ჩემი სუნთქვა ხარ, მაგრამ წლებია მე გულის გარეშე ვცოცხლობ. "

"როცა ქუჩაში მივდიოდი, წინ ლაღი და უდარდელი ჩრდილი მიმიძღვოდა ხოლმე,მაგრამ ის, როგორი ლაღიც არ უნდა ყოფილიყო,მუდამ შავი იყო. საგიჟეთში კი, უტვინო თოლიასავით დაფრინავდა ჩემს თვალებში სიბნელე. ეს სიბნელე კი სემი იყო."
"თქვენ,ადამიანები,საშინლად ანჩხლები ხართ. ადამიანის სახე გაქვთ,მაგრამ მხეცები ხართ. ყველა შემზიზღდა. მისი სიკვდილის შემდეგ გავბოროტდი, არა,გამაბოროტა. ველოდებოდი როდის მოვიდოდა. გადიოდა დღეები, თვეები,წლები, ის ხომ ჩემი ლამაზი ოცნების ნაწილი იყო, რომელმაც დამტოვა. ჩემს გულში არ იხედება. თუმცა როგორ? ჩემი გული ხომ მას ჩავაყოლე. არ მაპატია სხვასთან ცხოვრება... ყოველდღე, დაძინებისას მოდის საწოლთან, მიახლოვდება და სულს მაცლის. გულისგამხრწნელი ხმებით მანიშნებს დაბრუნებას. თავისი უხეში ხელებით მეხება და სხეულზე ნიშანს მიტოვებს. საწოლის თავთან დგება და თვალაუთამაშებლად მიყურებს. იცის რომ არ მიყვარს ეს, შეშლილივით ვხტები საწოლიდან და ის ამ სანახაობით ერთობა. იწყებს ყვირილს,კივილს მათ შემდეგ კი, ცხოველურ ხმებს უშვებს და ირგვლივ ყველაფერს ამტვრევს. დაბმულ სიკვდილმისჯილად ვიქცევი ხოლმე, ვერ ვდგები,ვერ ვეწინააღმდეგები. თვალებს ვხუჭავ,მაგრამ მაინც ვხედავ, ხმის დახშობას ვცდილობ მაგრამ უშედეგოდ. მეშინია მისი. ჩემი დიდი სიყვაყული,საწოლში მძინარეს მკლავს. რა დავაშავე? მე ხომ მისთვის არ მიღალატია. როცა ამაც ვეუბნები ვგრძნობ, მისი აჩრდილი,როგორ მეამბორება, როგორ მეფერება სახეზე თავისი უხეში ხელებით. ის მოკვდა,ჩემი გული კი ფეთქავს. მისი სახე საფლავთან მისვლისას თითქოს მიღიმის.მეც მავიწყდება მის გამო გათენებული თეთრი ღამეები. მე,მისი გამხეცებული სულიც მიყვარს."

Comments

  1. ძალიან ლამაზად და ფაქიზად წერ-ეს დიდი ნიჭია, ყველას როდი ძალუძს.

    ReplyDelete
  2. Replies
    1. წყარო მანახე საიდან არის მოპარული!

      Delete

Post a Comment