მარგარეტ მიჩელი - „ქარწაღებულნი“







„ამაზე ხვალ ვიფიქრებ,ტარაში.ხვალ ყველაფერს გავუძლებ,ხვალ ვიპოვი მისი დაბრუნების გზას.ხვალ ხომ ახალი დღეა“.



მარგარეტ მიჩელის „ქარწაღებულნმა“ გამოსვლისთანავე დიდი  წინააღმდეგობა გაუწია მე-20 საუკუნეში დამკვიდრებულ სტერეოტიპს,რომლის მიხედვითაც ლიტერატურაში ქალების ადგილი არ არსებობდა.
სიუჟეტი ვითარდება ამერიკის სამოქალაქო ომის დროს,რომელიც ნათლად აგვისახავს სამხრეთ ამერიკელების ტანჯვას,შეუპოვრობას და მაღალ ტემპერამენტს. „ქარწაღებულნის“ კითხვისას იქმნება მძაფრი შთაბეჭდილება, რომ იმ ეპოქის თანამედროვე ავტორის, იმ საქმეთა თანამონაწილის მოგონებას კითხულობ, თითქმის პირადი დღიურის სიზუსტით ჩაწერილს...
რომანში უხვად შეხვდებით სხვადასხვა უკიდურესობის წარმომადგენელ,კოლორიტულ პერსონაჟებს,რომლებისთვისაც ბუნებას არ დაუშურებია სიცოცხლის ხალისი,სიყვარული,მხიარულება და სხვა გრძნობები,რომელიც ადამიანს ამაღლებს.თუმცა,ომი ამ ადამიანებს ამღვრევს და ერთმანეთში თქვეფს,სამუდამოდ ასვამს ქარწაღებულის დაღს.
თუმცა ირლანდიური სისხლის მქონე შეშლილი,თავქარიანი და რისკიანი სკარლეტი გადაწყვეტს დაარღვიოს სტერეოტიპი - არ დალიოს სიცოცხლე  გარდასულ დროზე დარდით. ფეხი აუწყოს ახალ ცხოვრებას,საკუთარი თავის ფასადაც კი !
დაღდასმული ამერიკისთვის,რომელსაც ჯერ კიდევ არ გაეხადა სამგლოვიარო სამოსი ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა,ამიტომაც საზოგადოება მთლიანად გადაერთო ახალ საქმეზე - მოექციათ სკარლეტი იმ ჩარჩოებში,რომელშიც თვითონ ცხოვრობდნენ,წინააღმდეგ შემთხვევაში კი,გაერიყათ საზოგადოებიდან.
საზოგადოების მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების,სკარლეტის მიერ დაშვებული შეცდომების და ყველა სხვა წამოჭრილი პრობლემების მიუხედავად,მკითხველი შეუმჩნევლად ეფლობა  წიგნში და თავს ატლანტის ხმაურიანი ცხოვრების,ტარას წითელი მიწის ნაწილად მიიჩნევს.განიცდის პერსონაჟების პრობლემებს და სხვა თუ არაფერი,ერთ საერთო თვისებას პოულობს სკარლეტ ო’ჰარასთან - „She Loved This Land So Much,Without Even Knowing She Loved It”.






Comments