დიმიტრი გლუხოვსკი ''მეტრო -2034''

''ერთდროულად მილიარდობით სიცოცხლე შეწყდა,
 მილიარდობით აზრი დარჩა გამოუთქმელი,
 ოცნება - აუსრულებელი, წყენა - უპატიებელი''





''ქალს, რომ ცრემლებამდე მიიყვან, თუ საკუთარ თავს არ გადააბიჯე, სხვანაირად ვერ დაამშვიდებ. ''

 ''- ცუდი ცხოვრება გქონდა? თანაგრძნობით ჰკითხა გოგომ. -მოსაწყენი. როდესაც ერთი დღე მეორეს ჰგავს, ისე სწრაფად გადის, რომ გგონია, ბოლო დღე უკვე არც ისე შორსაა, - ახსნა სცადა ჰომეროსმა,- გეშინია, რომ ვერაფერს მოასწრებ. ყოველი დღე სავსეა ათასი წვრილმანით, გააკეთებ ერთს, ამოისუნთქავ და მეორეზე გიწევს გადასვლა. აღარც ძალა და აღარც დრო აღარ გრჩება იმისათვის, რამე მნიშვნელოვანი გააკეთო. ფიქრობ, არა უშავს, ხვალ დავიწყებ .''ხვალ კი არადა არ დგება''



"მუსიკა ყველაზე წარმავალი, ეფემერული ხელოვნებაა. ის ზუსტად იმდენ ხანს ცოცხლობს, რამდენ ხანსაც ინსტრუმენტი ჟღერს, მერე კი წამშივე ქრება. მაგრამ არაფერი აავადებს ადამიანს ისე სწრაფად, როგორც მუსიკა , არაფერი ჭრის ისე ღრმად და არ აშუშებს ისე ნელა. მელოდია, რომელმაც შენ შეგძრა, მუდამ შენთან დარჩება.ეს სილამაზის ელექსირია. მეგონა, მუსიკით სილიერი სიმახინჯეც კი განიკურნებოდა."


 ''- იცი რა? - ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა მოხუცმა, - გარდაუვალი აღსასრულის წინ ერთი ფიქრი გიტრიალებს: მოასწარი კი რამის გაკეთება? ემახსოვრები ვინმეს?''




 ''ასეა მოწყობილი ადამიანის გონება: სახელმძღვანელოების შინაარსი მის ტვინში გამოსაშვებ გამოცებამდე რჩება და შემდეგ, როცა დაზუთხულს ივიწყებს, ტვინი საოცარ შვებას გრძნობს.''

''როცა კლავ, სიკვდილის სუნი აგის, და შენს ბაგეს არავინ მიეკარება; გვამის სუნი დააფრთხობს.''


''როცა სასწაულს ითხოვ, მის დასაჯერებლადაც მზად უნდა იყო, თორემ შემჩნევას ვერ შეძლებ.''


''სული დაბადებიდანვე შავი არ არის. თავიდან გაჭვირვალეა და მერე, თანდათან მუქდება, ლაქას ლაქა მოჰყვება- ყოველ ჯერზე, თავს ბოროტებას პატიობ, ამართლებ, თავს ირწმუნებ, რომ ეს მხოლოდ თამაშია. მაგრამ რაღაც მომენტში შავი სჭარბობს. იშვიათად თუ შეუძლია იგრძნოს ვინმეს ეს მომენტი, შიგნიდან არ ჩანს. ''


''იყო გულწრფელი, ყველაზე ცუდი გზაა ქალის მოსახიბლად.''


"შიში ორგვარი არსებობს. ერთი გაფხიზლებს, გაიძულებს იმოქმედო, მოიფიქრო გადარჩენის ხერხი. მეორე კი გაშეშებს, აზრებს გიყინავს და ადამიანურობას გართმევს"



''ჩვენ ყველანი მხოლოდ ლაბირინთში მორბენალი ვირთხები ვართ. გასასვლელებში საკეტი-კარია მოწყობილი, რომელსაც ის, ვინც ჩვენ შეგვისწავლის, ხა მაღლა სწევს, ხან კი დაბლა.''




წიგნი რომლის არ წაკითხვასაც ინანებთ. წიგნი რომელმაც ძალიან ბევრი ემოცია დამიტოვა. წიგნი რომელზეც იმდენად მეშლებოდა ნერვები, რომ სულ მინდოდა დამეხია. წიგნი რომლის ორივე ნაწილის წაკითხვის ბოლოს მთელი დღე ვტიროდი. წიგნი რომელიც უბრალოდ უნდა გადაშალოთ და წაიკითხოთ !

■პატი









Comments