არჩილ ქიქოძე -"სამხრეთული სპილო"


 რჩილ ქიქოძის "სამხრეთული სპილო" 2017 წლის პრემია "ლიტერას" გამარჯვბული გახდა.ხოდა ამ ამბავმა იმდენად გამახარა, გადავწყვიტე ცოტა რამ დამეწერა ამ წიგნზე და თუ ჯერ არაფერი გსმენიათ , წაკითხვა მოგანდომოთ,
 თუ გსმენიათ და უკვე კარგა ხანია გინდათ კიდეც,რომ წაიკითხოთ, მეტად ძლიერ ლომკაში ჩაგაგდოთ.

  "Archidiskodon Meridionalis - სამხრეთული სპილო. ნაპოვნია ტარიბანის ველზე." - წარწერა ფოტოზე, რომელზეც ორი ათ-ათი წლის დავარცხნილ-გამოპრანჭული ბიჭი დგას პრეისტორიული სპილოს ფონზე, ამ ორი ბიჭის მეგობრობაც თითქოს პრეისტორიულ ხანიდან დაიწყო და მერე ნელ ნელა განელდა. ისტორიაც სწორედ ამ მეგობრობის ნოსტალგიაზეა და არამარტო.არჩილ ქიქოძე უამრავ პრობლემასა თუ ცხოვრებისეულ სიუჟეტს ეხება, რომლთაგან ერთი ყველას გადაგვხდენია თუ არა, გვსმენია მაინც. 

  იგნი მოგვითხრობს რეჟისორზე, რომელიც აღარასოდეს გადაიღებს კინოს, თუმცაღა მაინც კადრ-კადრად აღგვიწერს თბილისურ ცხოვრებასა და მოგონებებს ამ ქალაქზე, თავისი ავ-კარგობით.

  არწმუნბული ვარ კითხვისას ვერავის დატოვებს გულგრილს შინაბერა მედიკოსა და ძველი ბიჭი ლეოს ისტორია, კინოს ტრაგიკული გადაღებები და პარკურისტისა და ქეთოს პირველი კოცნა , როზეტას ისტორიები სვანებზე, ყველა მასხრად რომ იგდებდა,ის კი არა და არ ეშვებოდა, ძველბიჭური გარჩევები და პროფილს სურათი ფეისბუქზე, ამ გარჩევების საბაბად რომ იქცა. ორი ბიჭის მეგობრობა, მერე კაცებად და მამებად რომ იქცნენ და მიზეზი, რის გამოც ერთ დროს ყველზე ახლობლები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ.

 ს არის წიგნი ადამიანებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ერთმანეთის ქმედებამ სრულიად უცხოებზეც კი. და ყველაფერი კარგისა თუ ცუდის შემდეგ, მაინც - 

"მგონი არ არის ეს ქალაქი ცუდი...ჩვენ საცხოვრებელ ადგილზე გეუბნები - ამ ქალაქზე"


 რამდენიმე ფრაზა წიგნიდან: 

" ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ხელის გაშვებას, ზოგჯერ ხელის გაშვება ჩვევად იქცევა და მაშინ მთავარსაც ისე ვუშვებთ ხელს, ვერც კი ვხვდებით, რომ მთავარი ყოფილა." 

"არსებობს ორი რამ,რომლის კინოში გამოსავა აბსოლიტურად შეუძლებელია: რეალისტუად გამოსახული სასიყვაულო აქტი და ღვთისადმი მიმართული ლოცვა" 

"ადამიანი რომ იბადება,თანდაყოლილი მხოლოდ ვინმეს ან რამეს ჩაჭიდება,ჩაბღუჯვა აქვს,ხელის გაშვებას კი მერე სწავლობს."


Comments