დიმიტრი გლუხოვსკი - "მეტრო 2033" (ფრაზები)


ძვირფასო მოსკოველებო და დედაქალაქის სტუმრებო!

მოსკოვის მეტროპოლიტენი სატრანსპორტო საწარმოა,

რომელიც დიდ საშიშროებას შეიცავს.




"ვისაც ეყოფა გამბედაობა და მოთმინება, რომ მთელი სიცოცხლე წყვიდიადს აკვირდებოდეს, იქ გაჩენილ სინათლის სხივს პირველი დაინახავს."

 ''რამდენად ადვილია სიკვდილი მისთვის, ვისაც რაღაცის სწამს. დარწმუნებულია, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის არსებობა; მანაც ვინც სამყაროს შავ-თეთრ ფერებში ხედავს, ზუსტად იცის, როგორ უნდა მოიქცეს და რატომ იქცევა ასე. მათ დიდი იდეის, რწმენის ჩირაღდანი უნათებთ გზას,ასეთები არაფერს ნანობენ და ადვილად ღიმილით კვდებიან. ''



"ბედს თავისი ლოგიკა აქვს " 

"სამოთხეში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია,მხოლოდ ჯოჯოხეთში შეიძლება დაუბრკოლებლად შესვლა"

 ''სიკვდილმისჯილისა და განუკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფის ცხოვრება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მათ დაახლოებით იციან, როდის დაიხოცებიან; ჩვეულებრივმა ადამიანმა კი ეს არ იცის და ამიტომ ეჩვენება, რომ მუდამ იქნება, თუმცა მეორე დღეს შეიძლება კატასტროფაში დაიღუპოს.თვით სიკვდილი კი არ არის საშინელი-საშინელია მისი მოლოდინი.''



''-ბედისწერის გჯერა? ინტერესით ჰკითხა სერგეი ანდრეევიჩმა. ამ კითხვის გაგონებაზე ევგენი დიმიტრეევიჩმაც თავი დაანება ყალიონს. -არა დარწმუნებით თქვა არტიომმა,- ბედისწერა არ არსებობს. მთელი ცხოვრება შემთხვევითობებისაგან შედგება. ამ ბედისწერას მერე ჩვენ თვითონვე ვიგონებთ.''

''ხანდახან ხდება ისე, რომ სულაც არ გინდა რაიმე ნაბიჯის გადადგმა, ვერც წარმოგიდგენია, რომ ასე მოიქცევი და ყველაფერი თავისით ხდება. შენ თავად რჩები გაკვირვებული ამით და თავს ირწმუნებ, რომ დამნაშავე არ ხარ ამაში .'' 

"სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ცარიელი, ბნელი გვირაბი - თითოეულისათვის მოზომილი დრო, რომელიც მან ბრმად უნდა გაიაროს სადგურ "დაბადებიდან" სადგურ "სიკვდილამდე".




Comments