შემოდგომის წიგნები




         ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდებოდი ''წიგნების ფესტივალს'', წლევანდელისგან განსხვავებით. ალბათ ყველამ შეამჩნია, რომ წელს  თარიღი  გადმოსწიეს და ფესტივალი 8 დან 12 ნოემბრამდე ტარდებოდა. 
     პირველივე დღეს ავდექით მე და ჩემი მეგობარი და წავედით. მოკლედ, სიმართლე რომ ვთქვა ბევრ რამეზე დავიბოღმე :დ იმდენი ლამაზი რაღაც-რუღაცეები ჰქონდათ გამოტანილი, თვალები და ფეხები  აქეთ-იქით დამირბოდნენ. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მხოლოდ ერთი წიგნის საყიდლად მივედი და ნუ რა თქმა უნდა ერთის მაგივრად  სამი წიგნი გამოვაყოლე ხელს. ♥ 
    12 ნოემბერს უცბად აღოვაჩინე, რომ თურმე ზედმეტი ფული მქონია და აბა როგორ გავჩერდებოდი ისევ ფესტივალზე გავქანდი, ისევ ერთი წიგნის საყიდლად და კიდევ ორიც დავუმატე. :) 

   მოკლედ ეს ის წიგნებია, რომლის წაიკთვასაც ვაპირებ ნოემბერში. დარწმუნებული ვარ ყველას ვერ მოვასწრებ, მაგრამ უკვე ვიცი, რომლითაც დავიწყებ. 
                       
                 
                          ჩარლზ ბუკოვსკის - '' ფოსტა ''
    
       წიგნი რამოდენიმე კვირის უკან თანამშრომელმა მათხოვა, შესვენებაზე დროის გასაყვანად. ავტორი წიგნს მხატვრულ ლიტერატურად ასაღებს და არავისაც არ უძღვნის ! სულ რამოდენიმე თავი წავიკითხე და  ძალის ძალით დავხურე. ♥ მიყვარს კარგი წიგნები ჩემს თაროზე რომ გროვდება. ( ვგრძნობ იმედები არ გამიცრუვდება) ახლა ის უკვე ჩემს ხელშია და მისი წაკითხვის ჯერიც სულ მალე დადგება. 


გამომცემლობა : დიოგენე

       


 

        დენიელ კიზი -'' ყვავილები ელჯერნონისთვის''


            ეს ის წიგნია, რომელზეც ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ვინც წაიკითხა ყველას მოეწონა და იმ კატეგორიის წიგნებს  მიეკუთვნება, რომლებსაც ყველა კითხულობს. ჯერ არ ვჩქარობ ამ წიგნის წაკითხვას, მაგრამ ვიცი, წინ დიდი სიამოვნება მელის.

გამომცემლობა : წიგნები ბათუმში





   

ნილ გეიმანი - '' სასაფლაოს წიგნი ''



ქართველ მკითხველში რატომღაც ძალიან გავრცელებულია ის აზრი, რომ სამეცნიერო ფანტასტიკა/ფენტეზი, ა) ბავშვურია ბ) არაფრის მომტანია და გ) დროის ფუჭად კარგვაა და მის წაკითხვას ჯობია რამე უფრო ღირებული წაკითხო ( ანუ კლასიკა :) ) :დ

     სადღაც ვიღაცის კომენტარს გადავაწყდი, რომ სხვები თუ არა გეიმანი ნამდვილაად ღირებულ ფანტასტიკას წერს, ჰოდა ძალიან დამაინტერესა. ''ვარსკვლავის მტვერი '' მინდოდა მეყიდა, მაგრამ გადავწყვიტე მეგობრისგან მეთხოვებინა და საბოლოოდ არჩევანი '' სასაფლაოს წიგნზე'' გავაკეთე.
    წიგნს აღებული აქვს: ნიუბერის მედალი, კარნეგის მედალიჰიუგოს პრემია და  ლოკუსის პრემია.

გამომცემლობა : ბაკურ სულაკაური



   
                               ზურა აბაშიძე - ''როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი''

      მოდი იმით დავიწყებ, რომ ამ წიგნის ყიდვას ამ ფესტივალზე ნამდვილად არ ვაპირებდი. 
მივედი ფესტივალზე ბუკოვსკის საყიდლად , უცბად  ბათუმის სტენდისკენ თვალი გამეპარა და იქიდან ზურა აბაშიძე ანათებდა. სასწაულად ავნერვიულდი ( არ ვიცი რატომ ) სანამ დიოგენეს სტენდიდან ბათუმის სტენდამდე მივედი იმას ვანგარიშობდი წიგნი რომ მეყიდა თვის ბოლომდე როგორ მივიდოდი დარჩენილი ხელფასით.
  ჰო, ჰო მაინც მივედი, ვიყიდე, ავტოგრაფიც ავიღე ( უშნო კალიგრაფიაზე ბოდიში მომიხადა ^_^ ) და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უსაყვარლესი და უკეთილესი ადამიანია ზურა აბაშიძე.  
    
    უკანა ყდა სახლში  გადავიკითხე და ძალიან დამაინტერესა. ახლა კი კბილები მიკაწკაწებს ისე მინდა ჩავუჯდე და წავიკითხო, უბრალოდ თავს პირობა მივეცი, რომ რაც დაწყებული მაქვს ჯერ ის წიგნი დავამთავრო ♥

   გამომცემლობა : წიგნები ბათუმში



                                                       დავით გაბუნია - ''♡ დაშლა ☆''

ქართველი მწერლების არც ისე ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. ამ ფესტივალის შემდეგ კი ორი თანამედროვე ავტორის  წიგნი შეემატება ჩემს ბიბლიოთეკას. 
  დავით გაბუნიას ''დაშლაზე'' მხოლოდ ის ვიცი,რაც უკანა ყდაზე წერია და ის, რომ მეგობარმა ძლივს იშოვა და ძალიან მოეწონა, ზუსტად მის გემოვნებას ვენდე და არც ავტოგრაფის აღების შანსი გავუშვი ხელიდან.  ♥

გამომცემლობა : წიგნები ბათუმში 


                   
მეგონა ვერაფერს დავწერდი, მაგრამ ძალიან ბევრი ვიბოდიალე. 
გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ფესტივალზე ❤


❥პატი
                            




Comments